მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

30 ოქტომბერს “ბარსელონამ” 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1910 წელი

“ბარსელონამ” ამხანაგურ მატჩში “ტულუზი” 8-1 გაანადგურა. გოლები პატულიომ (2), პ. უოლასმა (2), კ. უოლასმა (2), როდრიგესმა და კომამალამ გაიტანეს.

1960 წელი

დაიბადა “ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა დიეგო მარადონა. 1982-1984 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 58 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა. მარადონამ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის ლიგის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1967 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ფერნანდო მუნიოსი. 1990-1992 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 87 თამაში ჩაატარა. მუნიოსმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1971 წელი

გაიხსნა “ბარსელონას” ფერნანდო მუნიოსი.

1977 წელი

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “ლას პალმასი” 5-0 დაამარცხა.

რაფაელ სუვირიამ ორი პენალტი გამოიყენა (58-ე და 62-ე წუთებზე), შემდეგ კი გოლები იოჰან ნეესკენსმა (74), იოჰან კრუიფმა (87) და ხუან კარლოს ერედიამ (88) გაიტანეს.

ნეესკენსისთვის ეს ლა ლიგაში მე-100 მატჩი იყო.

1982 წელი

22 წლის დიეგო მარადონამ საკუთარ დაბადების დღეზე გოლი გაიტანა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “რასინგ სანტანდერი” 4-0 დაამარცხა.

ანგარიში 30-ე წუთზე კინიმ გახსნა, 38-ე წუთზე მარადონამ უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო მეორე ტაიმში მარკოს ალონსომ და ფრანსისკო კარასკომ გაიტანეს.

ეს იყო მარადონას პირველი სეზონი “ბარსელონაში”.

1993 წელი

ლა ლიგის მე-9 ტურში იოჰან კრუიფის “ბარსელონა” სტუმრად “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა და 3-4 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ 34-ე წუთისთვის 3-0-ს იგებდა.

რომარიომ ჰეთ თრიქი სულ რაღაც 20 წუთში შეასრულა: ბრაზილიელმა მე-14, 24-ე და 34-ე წუთებზე გაიტანა.

მეორე ტაიმში მადრიდელებმა ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს. რომან კოსეცკიმ დუბლი შეასრულა, თითო გოლი პედრომ და ხოსე მარია კამინერომ გაიტანეს. გადამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე გავიდა.

ეს “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩია, როდესაც გუნდმა სამბურთიანი უპირატესობა გაფლანგა.

2005 წელი

ლა ლიგის მე-9 ტურში ფრანკ რაიკარდის “ბარსელონამ” “რეალ სოსიედადი” 5-0 დაამარცხა.

ანგარიში მე-18 წუთზე მარკ ვან ბომელმა გახსნა. რონალდინიომ 36-ე და მე-60 წუთებზე დუბლი შეასრულა, ხოლო კარლეს პუიოლმა (75) და ჰენრიკ ლარსონმა (86) საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.

ეს იყო “ბარსელონას” ყველაზე დიდი გამარჯვება 2005/06 წლების სეზონის იმ მონაკვეთში. გუნდმა შვიდ დღეში ლა ლიგის სამი მატჩი მოიგო და ლიდერთა ჯგუფში დაბრუნდა.

2010 წელი

ლა ლიგის მე-9 ტურში პეპ გვარდიოლას გუნდმა “სევილია” 5-0 გაანადგურა.

ლიონელ მესიმ ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გახსნა. შემდეგ თავი დავიდ ვილიამ (23), დანი ალვესმა (52), კვლავ მესიმ (63) და ისევ ვილიამ (89) გამოიჩინეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” ხუთი გოლი გაუტანა გუნდს, რომელმაც იმავე წლის აგვისტოში ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში 3-1 დაამარცხა.

2021 წელი

ლა ლიგის მე-12 ტურში “ბარსელონა” “ალავესს” დაუზავდა – 1-1. მემფის დეპაიმ 49-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ ლუის რიოხამ სამ წუთში გაათანაბრა.

ეს სერჟი ბარჟუანის პირველი მატჩი იყო “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე, რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ.

შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა სერხიო აგუეროს გამო ჰქონდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა პირველ ტაიმში გულმკერდის არეში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მოედანი დატოვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოკვლევების შემდეგ აგუერომ თამაშს ვეღარ დაუბრუნდა და 15 დეკემბერს, 33 წლის ასაკში, პროფესიული კარიერის დასრულება გამოაცხადა. ამგვარად, 30 ოქტომბრის შეხვედრა მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

იმავე მატჩში “ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა აბდე ეზალზულის, რომელიც კლუბის ისტორიაში პირველი მაროკოში დაბადებული ფეხბურთელი გახდა.

2023 წელი

პარიზში გამართულ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე აიტანა ბონმატიმ კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ჯილდო.

“ბარსელონას” ნახევარმცველისთვის ეს იყო 2022/23 წლების სეზონში მიღწეული წარმატებების აღიარება. მან კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ესპანეთის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

იმავე საღამოს “ბარსელონას” ქალთა გუნდი 2023 წლის საუკეთესო ქალთა საფეხბურთო კლუბად დასახელდა. ჯილდო კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, მწვრთნელმა ჟონატან ჟირალდესმა და გუნდის კაპიტანმა პატრი გიხარომ მიიღეს.

ცერემონიაზე ლიონელ მესიმ კარიერაში მერვედ მოიგო მამაკაცთა “ოქროს ბურთი”. არგენტინელი იმ დროს უკვე “ინტერ მაიამიში” თამაშობდა. მან ჯილდო დიეგო მარადონას მიუძღვნა, რომელსაც სწორედ იმ დღეს 63 წელი შეუსრულდებოდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 30 ოქტ 2021, 16:26

    1971 წელი
    გაიხსნა "ბარსელონას" ყინულის მოედანი.

    ეს კარგია რო მოესწრო.

  • Norman Bates
    schedule 30 ოქტ 2021, 11:32

    მარადონა რანაირად გაუშვეს😀

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 30 ოქტ 2021, 10:49

    მოიცა პრევიუ წაშალეთ? ვკითხულობდი…