მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

29 ოქტომბერს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1929 წელი

პერსონაჟი Avi del Barca (ბარსას ბაბუა) პირველად გამოჩნდა კატალონიურ ჟურნალში Xut!

1960 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი მანოლო. 1978-1988 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 143 თამაში ჩაატარა. მანოლომ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 2 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1970 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფილიპ კოკუ. 1998-2004 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 297 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა. კოკუმ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1983 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფრანგი მცველი ჟერემი მატიე. 2014-2017 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 92 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მატიემ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

1991 წელი

იოჰან კრუიფის გაწვრთნილმა “ბარსელონამ” ესპანეთის სუპერ თასის საპასუხო მატჩში “ატლეტიკოს” უმასპინძლა და ფრედ, 1-1 ითამაშა.

მადრიდელებმა ანგარიში ალფრედოს გოლით გახსნეს, 69-ე წუთზე კი ხოსე მარი ბაკერომ გაათანაბრა. ვინაიდან პირველი შეხვედრა “ბარსელონას” სტუმრად 1-0 ჰქონდა მოგებული, კატალონიელებმა ორი მატჩის ჯამში 2-1 გაიმარჯვეს და ისტორიაში მეორედ დაეუფლნენ ესპანეთის სუპერ თასს.

1994 წელი

“სოსიედადთან” სტუმრად 1-1 გამართულ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ ლა ლიგაში მე-100 თამაში ჩაატარა.

2002 წელი

“ბარსელონას” პირველ გუნდში ანდრეს ინიესტას დებიუტი შედგა. “ბლაუგრანამ” ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში “ბრიუგე” 1-0 დაამარცხა.

2016 წელი

“კამპ ნოუზე” 1500-ე ოფიციალური თამაში გაიმართა. “ბარსელონამ” “გრანადა” 1-0 დაამარცხა.

2019 წელი

“ბარსელონამ” ლა ლიგის მე-11 ტურში “ვალიადოლიდი” 5-1 დაამარცხა. ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

არგენტინელის პირველი გოლი, რომელიც საჯარიმო დარტყმით გაიტანა, მის პროფესიულ კარიერაში ამ გზით გატანილი 50-ე გოლი აღმოჩნდა, საკლუბო და სანაკრებო შეხვედრების ჩათვლით.

მესის გარდა, “ბარსელონას” მხრიდან თავი კლემან ლანგლემ, არტურო ვიდალმა და ლუის სუარესმა გამოიჩინეს. ამ გამარჯვებით კატალონიელები ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 29 ოქტ 2021, 20:54

    მატიემ მე მგონი წელს დაასრულა კარიერა.