წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
27 ოქტომბერს “ბარსელონამ” 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1941 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ანხელ ოლივეროსი. იგი კატალონიურ კლუბში 1967-1968 წლებში თამაშობდა. პირველ გუნდში 22 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1968 წელს ესპანეთის თასი მოიგო.
2004 წელი
ლიონელ მესი პირველად მოხვდა “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში. ეს მოხდა ესპანეთის თასზე, “გრამენეტთან” შეხვედრაში. 17 წლის არგენტინელი 73-ე წუთზე სამუელ ეტოომ შეცვალა. “ბარსელონა” დამატებით დროში 0-1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. გამარჯვების გოლი ოსკარ ოლიესმა 103-ე წუთზე გაიტანა.
2012 წელი
“ბარსელონამ” სტუმრად “რაიო ვალიეკანო” 5-0 დაამარცხა. გოლები გაიტანეს დავიდ ვილიამ, ლიონელ მესიმ (2), ჩავიმ და სესკ ფაბრეგასმა.
მესიმ პროფესიულ კარიერაში, კლუბისა და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, მე-300 და 301-ე გოლები გაიტანა. ჩავი ერნანდესმა კი ლა ლიგაში მე-50 გოლი მიითვალა.
2020 წელი
ჟოზეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად გადადგა დირექტორთა საბჭოს მთელი შემადგენლობა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. ბართომეუ პრეზიდენტი 2014 წლის იანვრიდან იყო. კლუბის დროებითი მართვა კარლეს ტუსკეტსის ხელმძღვანელობით შექმნილ კომისიას დაევალა.
2021 წელი
“ბარსელონამ” ლა ლიგაში სტუმრად “რაიო ვალიეკანოსთან” 0-1 წააგო. ერთადერთი გოლი რადამელ ფალკაომ გაიტანა, ხოლო მემფის დეპაიმ პენალტი ვერ გამოიყენა. მატჩის დასრულების შემდეგ ჟოან ლაპორტამ რონალდ კუმანს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება აცნობა. კლუბმა ეს ინფორმაცია იმავე ღამეს ოფიციალურად გამოაცხადა.




2020 წელი
ჟოზეპ მარია ბართომეუ "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.
რა ზეიმით გავაცილეთ და რა დღეში ვართ დღეს. ერთი ნაბიჯითაც არ წაგვიწევია წინ.