წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
3 ოქტომბერს “ბარსელონამ” 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1911 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1960-61) ლიუბიშა ბროჩიჩი.
1981 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. 2009-2010 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 46 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. იბრაჰიმოვიჩმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1984 წელი
თასების მფლობელთა თასის პირველი ეტაპის პირველ მატჩში “ბარსელონა” “მეცთან” “კამპ ნოუზე” 1-4 განადგურდა.
1993 წელი
“ოსასუნასთან” სტუმრად ანგარიშით 3-2 მოგებულ შეხვედრაში მიკაელ ლაუდრუპმა და რომარიომ ეს შედევრი შექმნეს.
1996 წელი
UEFA-ს გადაწყვეტილებით მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის საუკეთესო 8 ჩემპიონატის მეორეადგილოსანიც ითამაშებდა.
1998 წელი
ლა ლიგაში ჩავის დებიუტი შედგა. მისმა გუნდმა “ვალენსია” სტუმრად 3-1 დაამარცხა.
2018 წელი
“ტოტენჰემთან” სტუმრად ანგარიშით 4-2 მოგება “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მე-300 თამაში იყო, 28-ე წუთზე ივან რაკიტიჩის მიერ გატანილი გოლი კი კატალონიელთათვის ამ ტურნირზე მე-600 გოლი აღმოჩნდა.
1996 წელი
UEFA-ს გადაწყვეტილებით მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის საუკეთესო 8 გუნდის მეორეადგილოსანიც ითამაშებდა.
ეგ გადაწყვეტილება არ მიეღოთ და ვნახავდით დღეს რამდენი ლიგის თასი ექნებოდა რეალს. მესის მოსვლიდან 10 წელი(შესვენებებით) ბარსა ჩემპიონი ხდებოდა. რეალი სულ ორჯერ გაჩემპიონდა და შესაბამისად 13 კი არა ალბათ მაქსიმუმ 9 ლიგის თასი ექნებოდა.