ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

30 აგვისტოს “ბარსელონამ” 5 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 3 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1959 წელი

რამონ დე კარანსას ამხანაგურ ტურნირზე “ბარსელონა” “რეალ მადრიდტან” 3-4 დამარცხდა. კატალონიელთაგან გოლები ციბორმა, ვილიავერდემ და ევარისტომ გაიტანეს.

1961 წელი

ლადისლაო კუბალას გაცილების მატჩში “ბარსელონამ” “რეიმსი” 4-3 დაამარცხა. კატალონიურ გუნდში ითამაშეს მადრიდის “რეალ მადრიდის” ვარსკვლავებმა, ალფრედო დი სტეფანომ და ფერენც პუშკაშმა. პირველი 2 გოლი დი სტეფანომ გაიტანა, რასაც ბენიტესმა და ვერგესმა თითო დაამატეს.

1969 წელი

კასაბლანკაში გამართული მოჰამედ მეხუთის ამხანაგური ტურნირის ფინალში “ბარსელონამ” “სან პაულუ” 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი პალაუმ გაიტანა.

1986 წელი

ლა ლიგის პირველ ტურში “რასინგთან” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით ანდონი სუბისარეტას, რობერტ ფერნანდესის, მარკ ჰიუზისა და გარი ლინეკერის ოფიციალური დებიუტი შედგა. თამაში “ბარსამ” ლინეკერის დუბლით 2-0 მოიგო.

1993 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი პაკო ალკასერი. 2016-2018 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 52 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ალკასერმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1994 წელი

ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” “სარაგოსასთან” სახლში 4-5 დამარცხდა, თუმცა 2 შეხვედრის ჯამში კატალონიელებმა 6-5 მოიგეს. მასპინძელთაგან ორ-ორი გოლი ჩიკი ბეგირისტაინმა და ხრისო სტოიჩკოვმა გაიტანეს.

2003 წელი

ლა ლიგის პირველ ტურში “ბილბაოსთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში “ბარსელონაში” რონალდინიოს, ვან ბრონხორსტის, კუარეშმასა და ფრანკ რაიკარდის ოფიციალური დებიუტი შედგა. თამაში “ბარსამ” ფილიპ კოკუს გოლით მოიგო.

2010 წელი

ხავიერ მასკერანო “ლივერპულიდან” “ბარსელონაში” 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა.

2012 წელი

ანდრეს ინიესტა UEFA-მ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • azulgerana
    schedule 30 აგვ 2021, 19:30

    ციტატა: nika 54
    2021
    გუშინ ბარსადან გაგდებულმა ლეო მესიმ პსჟ-ს რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა.


    მერე?

  • nika 54
    schedule 30 აგვ 2021, 13:50

    2021
    გუშინ ბარსადან გაგდებულმა ლეო მესიმ პსჟ-ს რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა.

  • cezo45
    schedule 30 აგვ 2021, 13:45

    ციტატა: azulgerana
    მოკლედ წელს დავრჩით ამ საკაცით გასაყვანი ფეხბურთელების ამარა


    სანამ ეს კრიზისია კლუბში არაფრის იმედი არუნდა გვქონდეს ოსევ ლამასიას იმედად ვართ :))

  • azulgerana
    schedule 30 აგვ 2021, 13:39

    მოკლედ წელს დავრჩით ამ საკაცით გასაყვანი ფეხბურთელების ამარა

  • cezo45
    schedule 30 აგვ 2021, 13:38

    რატომღაც კვარეჟმა მე უფრო ადრე მახსოვდა ბარსაში

  • azulgerana
    schedule 30 აგვ 2021, 13:33

    რა დრო იყო 2012

  • C.PC5
    schedule 30 აგვ 2021, 12:44

    რა დრო იყო მასკეს დონის ფეხბურთელი 24 მილიონად რომ ფასობდა😞 თურმე რა ფეხბურთს მოვსწრებივართ და დღეს სად ტ*****ში ვართ😭