წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
21 აგვისტოს “ბარსელონამ” 5 ოფიციალური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
1967 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი კრისტობალ პარალო. 1984-1992 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 43 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. პარალომ კატალონიურ გუნდში ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
1972 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი დანიელი ნახევარმცველი რონი ეკელუნდი. 1992-1996 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 5 თამაში ჩაატარა. ეკელუნდმა კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1984 წელი
გამპერის თასზე “ბოკა ხუნიორსთან” გამართულ თამაშში “ბარსელონამ” 9-1 მოიგო. გოლები ალეშანკომ (2), არჩიბალდმა (2), კალდერემ, შუსტერმა, კარასკომ, ესტებანმა და მარკოსმა გაიტანეს.
1988 წელი
დაიბადა რობერტ ლევანდოვსკი.
1989 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ალეიშ ვიდალი. 2015-2018 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 52 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ვიდალმა კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
2001 წელი
“ბარსელონას” მაისურით ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჰქონდა ხავიერ სავიოლას. ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში “ბლაუგრანამ” კრაკოვის “ვისლა” ლუის ენრიკეს გოლით დაამარცხა.
2010 წელი
ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” 4-0 დაამარცხა და პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის (1-3) მიუხედავად თასს დაეუფლა. ჰეთ თრიქი გაიფორმა მესიმ, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში კონკომ ჩაჭრა.
2013 წელი
ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში, მადრიდში, “ატლეტიკომ” და “ბარსელონამ” 1-1 ითამაშეს. ანგარიში დავიდ ვილიამ გახსნა, რომელიც “ბარსადან” “ატლეტიკოში” ახალი გადასული იყო. მე-2 ტაიმში ნეიმარმა გაათანაბრა, რომელმაც “ბლაუგრანას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
2022 წელი
“რეალ სოსიედადთან” სტუმრად 4-1 მოგება ფრენკი დე იონგისთვის ლა ლიგაში მე-100 თამაში გამოდგა.
ამ შეხვედრაში იუბილარმა რობერტ ლევანდოვსკიმ “ბარსას” მაისურით სადებიუტო გოლები გაიტანა.
9-1 მომეწონა 😄😍
სევილია ავიკელით იმ წლებში
კოუტინიო და დემბელეც არ ჩამორჩებიან.
8 წელიწადში 43 თამაში და 4წელიწადში 5 თამაში გასაოცარია