მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

11 აგვისტოს “ბარსელონამ” 1 ოფიციალური თამაში ჩაატარა, რომელიც მოიგო.

1991 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ტელიო. 2009-2014 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 87 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. ტელიომ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

2015 წელი

თბილისში გამართულ ევროპის სუპერ თასის ისტორიაში საუკეთესო მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” 5-4 დაამარცხა. კატალონიელთაგან გოლები მესიმ (2), რაფინიამ, სუარესმა და პედრომ გაიტანეს.

2024 წელი

“ბარსელონას” კაპიტანმა, სერჟი რობერტომ სოციალური ქსელებისა და კლუბის ოფიციალური არხების მეშვეობით დაადასტურა, რომ 14-წლიანი უწყვეტი კარიერის შემდეგ პირველ გუნდს ტოვებდა. ლა მასიას აღზრდილმა უნივერსალმა მოთამაშემ, რომელსაც 2017 წელს “პარი სენ-ჟერმენთან” შექმნილ ისტორიულ “ქამბექში” (6-1) გადამწყვეტი და დაუვიწყარი გოლი აქვს გატანილი, კლუბის მაისურით 373 მატჩი ჩაატარა, 25 ტიტული მოიგო და “ბარსელონადან” თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2021, 13:18

    ტელიომ რა თამაში ჩაატარა ამხანაგურში, გოლები ვნახე არც მახსოვს ვისთან. მოკლედ სულ მაკრატელათი ურტყავდა კარებში.

    ციტატა: C.PC5
    მაგით მაინც ვიამაყოთ რომ ბარსამ ბოლო ევროპული ტიტული ჩვენთან მოიგო❤️🙄


    ხო, ეგ თასიც ვნახე ბარსას მუზეუმში და სპეციალურად გადავუღე. ისე რაღაც პატარა მეჩვენა

  • C.PC5
    schedule 11 აგვ 2021, 10:53

    მაგით მაინც ვიამაყოთ რომ ბარსამ ბოლო ევროპული ტიტული ჩვენთან მოიგო❤️🙄