წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 ივლისს მოხდა.
თამაშები
25 ივლისს “ბარსელონას” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.
1992 წელი
ბარსელონას ზაფხულის ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი აიღო.
1988 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო. 2017/18 წლების სეზონში “ბლაუგრანას” მაისურით მან 49 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. პაულინიომ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
2014 წელი
დეკუს გამოსამშვიდობებელი თამაში, რომელშიც ერთმანეთს “პორტუ 2004” და “ბარსელონა 2006” დაუპირისპირდნენ, 4-4 დასრულდა.
ეტოომ ლეოს პასით, დეკომ ლეოს პასით(მეორე ტაიმში ბარსას მაისურით იყო,) ისევ ეტოომ და ლეომ თავით ეტოოს პასით.
https://www.youtube.com/watch?v=eLt-32Fa6sw
ბარსა 2006 დან გოლები ვინ გაიტანა??