ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 ივნისს მოხდა.

თამაშები

30 ივნისს “ბარსელონას” 2 ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა 1 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

1913 წელი

მას შემდეგ, რაც ჟოან გამპერმა “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა, კლუბის ახალ ხელმძღვანელად ფრანსესკ დე მოშო აირჩიეს. 700 კაციან ყრილობაზე დე მოშომ 183 ხმა მიიღო, გასპარ როსესმა 172, ხოლო ხოაკიმ პერისმა 59.

1930 წელი

ტომას როსესმა “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა. კლუბის პრეზიდენტი მესამედ და ბოლოჯერ გახდა გასპარ როსესი.

2007 წელი

“ბარსელონამ” დაადასტურა, რომ კლუბის წევრების რაოდენობამ ისტორიულ რეკორდს, 156366-ს მიაღწია, რაც გასული ერთი წლის განმავლობაში 7.92%-იან ზრდას ნიშნავდა.

2010 წელი

ჩიკი ბეგირისტაინმა “ბარსელონას” სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა.

2017 წელი

“ბარსელონამ” ჟერარ დეულოფეუს გამოსყიდვის უფლება გამოიყენა.

2020 წელი

კოვიდ-პანდემიის გამო შეჩერებული და შემდგომ განახლებული სეზონის მიმდინარეობისას, ცარიელ “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში (მადრიდის “ატლეტიკოსთან”, 2-2) ლიონელ მესიმ იან ობლაკის კარში “პანენკას” სტილში შესრულებული პენალტით პროფესიონალურ კარიერაში (“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების რიგებში ერთად) თავისი მე-700 გოლი გაიტანა.

2021 წელი

ლიონელ მესისა და “ბარსელონას” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა ამოეწურა. ეს არის ბოლო დღე, როდესაც მესი “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო.

2022 წელი

უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მიმდინარე ფინანსური წლის ბოლო დღეს, ჟოან ლაპორტას ხელმძღვანელობამ ოფიციალურად აამოქმედა პირველი ე.წ. ეკონომიკური “ბერკეტი” (Palanca). კლუბმა ამერიკულ საინვესტიციო კომპანია Sixth Street-ს მომდევნო 25 წლის განმავლობაში ესპანეთის ლა ლიგის ტელეუფლებების 10% მიჰყიდა 207.5 მილიონ ევროდ. ეს სარისკო, თუმცა გადაუდებელი ნაბიჯი გუნდის გაკოტრებისგან გადასარჩენად და სატრანსფერო ბაზარზე მოქმედების საშუალების მოსაპოვებლად გადაიდგა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • El pistolero 9
    schedule 30 ივნ 2021, 14:08

    ჩიკის ბარსას იმ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი და სამწუხაროდ მისი შრომა ვერავინ დაინახა.