წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 ივნისს მოხდა.
თამაშები
15 ივნისს “ბარსელონას” 7-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1938 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ხესუს მარია პერედა. 1961-1969 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 203 თამაში ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა. პერედამ კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.
1950 წელი
ლადისლაო კუბალამ და მწვრთნელმა ფერდინანდ დაუჩიკმა “ბარსელონასთან” კონტრაქტები გააფორმეს. FIFA-სა და უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ბანის გამო კუბალას ოფიციალური დებიუტი 1951 წლამდე გადაიდო.
1964 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მიკაელ ლაუდრუპი. 1989-1994 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 229 თამაში ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა. ლაუდრუპმა კატალონიურ კლუბში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.
1992 წელი
66 წლის ასაკში გარდაიცვალა ბარსელონას ყოფილი თავდამსხმელი როკე ოლსენი.
1997 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ბეტისი” 3-0 გაანადგურა. მე-3 გოლი ლუის ენრიკეს ანგარიშზეა. ის ლა ლიგაში “ბარსას” მე-100 გოლის ავტორი გახდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც “ბლაუგრანამ” ლა ლიგის ერთ გათამაშებაში 100 გოლი გაიტანა.
2003 წელი
ჟოან ლაპორტამ “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.
ლაპორტა კარგი კაცია
ენრიკემ ალბათ თავით გაიტანა, როგორც ყოველთვის.
მარჯვენა ხელის ქვეშ ვინც დგას, ჩასცხე მუშტი მაგ გაყინულ თავში, მისგან დაიწყო ბარსამ გაბანძება. როგორი გამოხედვა აქვს, რას გავს ეგ ვირთხა, მაგის მოთრეულია ბართო, რომელმაც დაასამარა გუნდი.