წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 10 ივნისს მოხდა.
თამაშები
10 ივნისს “ბარსელონას” 4-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1910 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი რამონ საბალო. 1929-1945 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 182 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
1912 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ენრიკე ფერნანდეს ვიოლა. 1934-1936 წლებში მან “ბლაუგრანაში” 34 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.
1917 წელი
ჟოან გამპერის გადადგომის შემდეგ “ბარსელონას” პრეზიდენტი რიკარდ გრაელსი გახდა. მან კლუბის წევრობის საფასური 2 პესეტიდან 3 პესეტამდე გაზარდა. გრაელსმა ასევე დაფარა 16 ათასი პესეტას ვალი, რაც იმას ნიშნავდა, რომ არსებობის განმავლობაში პირველად “ბარსელონას” ვალი არ ჰქონდა.
1927 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი ლადისლაო კუბალა. 1950-1961 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 254 თამაში ჩაატარა და 189 გოლი გაიტანა. კუბალამ კატალონიურ კლუბში 5 ესპანეთის თასი, 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი), 2 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და ერთი ლათინური თასი მოიგო.
2006 წელი
“ბარსელონას ბაბუად” წოდებულმა ჟოან კასალსმა პირობა შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში “არსენალის” დამარცხებიდან რამდენიმე კვირაში წვერი გაიპარსა.
2020 წელი
ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატმა პროფესიონალური ტურნირის სტატუსი მიიღო.
2006 წელი
"ბარსელონას ბაბუად" წოდებულმა ჟოან კასალსმა პირობა შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში "არსენალის" დამარცხებიდან რამდენიმე კვირაში წვერი გაიპარსა.
ძალიან დამაინტერესა ამ კაცმა და ვერსად ვერ ვნახე არ იძებნება გუგლში.