ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 მაისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 მაისს მოხდა.

თამაშები

22 მაისს “ბარსელონას” 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1966 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ხესუს მარიანო ანგოი. 1990-1996 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 18 თამაში ჩაატარა. 1996-2002 წლებში ანგოი ბარსელონას ამერიკული ფეხბურთის გუნდის, “ბარსელონა დრაგონსის” მოთამაშე იყო. ხესუს ანგოი იოჰან კრუიფის სიძეა.

1987 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი არტურო ვიდალი. 2018-2020 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 96 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ვიდალმა კატალონიურ კლუბში 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1999 წელი

1999 წელს, როდესაც კლუბი 100 წლის გახდა, “ალავესის” 4-1 დამარცხებით კლუბმა ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდა.

2014 წელი

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა.

2016 წელი

ესპანეთის თასის ფინალში “სევილიას” 2-0 დამარცხებით “ბარსელონამ” ეს ტიტული 27-ედ მოიგო.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 22 მაი 2021, 18:13

    სუბისარეტამ მეკარეების პრობლემა რა მაგრად მოგვიგვარა❤❤

  • nika 54
    schedule 22 მაი 2021, 17:31

    არ ყოფილა მომენტებით დახუნძლული დღე. თუ შტეგენის მოსვლას არ ჩავთვლით.