წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 4 მაისს მოხდა.
თამაშები
4 მაისს “ბარსელონას” 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს და 4 წააგეს.
1960 წელი
ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) პირველი მატჩის 0-0 დასრულების შემდეგ “ბარსელონამ” “ბირმინგემი” “კამპ ნოუზე” 4-1 დაამარცხა და ამ ტურნირის ისტორიაში მეორე გათამაშებაც მოიგო.
1972 წელი
70 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ლეგენდა ჟოზეპ სამიტიერი.
1987 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი. 2011-2014 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 152 თამაში ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა. ფაბრეგასმა კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
1988 წელი
იოჰან კრუიფმა “ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა. ის კლუბს მთავარი მწვრთნელის როლში დაუბრუნდა.
2003 წელი
“ბარსელონამ” კატალონიის ახალგაზრდული თასი (partido de la mascara) მოიგო. ფინალში კატალონიელებმა “ესპანიოლი” 3-1 დაამარცხეს. 2 გოლი 15 წლის მესიმ გაიტანა, ხოლო ერთი პიკემ, რომელიც მოგვიანებით მოედნიდან გააძევეს. ეს სესკ ფაბრეგასის ბოლო თამაში იყო მესისთან და პიკესთან ერთად, სანამ ის 2011 წელს “ბარსელონაში” დაბრუნდებოდა.
2008 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ვალენსია” 6-0 გაანადგურა. გოლები ანრიმ (2), ბოიანმა (2), მესიმ და ჩავიმ გაიტანეს.
კრუიფის მოსვლის დღე ყოფილა❤❤
და სად არის ეხლა ბოიანი? როგორ არ ბრძოლობენ ბოლომდე ეს ახალგაზრდები, ამხელა ნიჭის პატრონები. ხანდახან მგონია მარტო ლეომ აჩვენა თავისი მაქსიმუმი და გუნდი ვერ აყვა ბოლომდე, ანუ კიდევ 10 მესი, ოღონდ სხვა გვარით ვერ იშოვეს.