ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 26 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 26 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 აპრილს მოხდა.

თამაშები

26 აპრილს “ბარსელონას” 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1903 წელი

კატალონიის თასის ბოლო ტურში “ბარსელონამ” “ესპანიოლთან” 2-2 ითამაშა და “ბლაუგრანა” ტურნირის გამარჯვებული გახდა. საუკეთესო ბომბარდირი “ბარსას” კაპიტანი ჰანს გამპერი გახდა 21 გოლით. მე-2 ადგილზე გასულმა ფეხბურთელმა მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.

1942 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი (1903-1913) და მწვრთნელი (1926-1929) რომა ფორნსი.

1969 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი პაბლო ალფარო არმენგოტი. 1992/93 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 12 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად არმენგოტმა 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1973 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ოსკარ გარსია. 1990-1999 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 104 თამაში ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად გარსიამ 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 2 ევროპის სუპერ თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1990 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი. 2008-2014 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 31 თამაში ჩაატარა. კატალონიურ კლუბთან ერთად დოს სანტოსმა 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1991 წელი

83 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი პატრისი არნაუ.

2017 წელი

“ოსასუნასთან” 7-1 მოგებულ შეხვედრაში ხავიერ მასკერანომ “ბარსელონაში” თავისი პირველი და ერთადერთი გოლი გაიტანა.

2025 წელი

ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-2 დაამარცხა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 26 აპრ 2021, 14:44

    სათაური უნდა შეცვალოთ და ჩაწეროთ, "ერთი დღე მასკერანოს ისტორიაში", იმ ერთადერთი გოლის გამო.

  • DE PE FA
    schedule 26 აპრ 2021, 14:36

    ციტატა: antonio
    დუგლასი


    თვითმფრინავში მიოღო დაზიანება საჯდომზე და ერთიც მგონი ძილის დროს გაიჭიმა ფეხი თუ რის დროს კაცმა არ იცის გავიღვიძე და მაწუხებდაო😁

  • nika 54
    schedule 26 აპრ 2021, 14:32

    1903 წელი
    კატალონიის თასის ბოლო ტურში "ბარსელონამ" "ესპანიოლთან" 2-2 ითამაშა და "ბლაუგრანა" ტურნირის გამარჯვებული გახდა. საუკეთესო ბომბარდირი "ბარსას" კაპიტანი ჰანს გამპერი გახდა 21 გოლით. მე-2 ადგილზე გასულმა ფეხბურთელმა მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.
    ამის სახელზე 1929 წელს გაცემული დამსახურებული სოსიოს მოწმობა ვნახე 1 ნომერი. კამპ ნოუს მუზეუმში. ამ დროს უკვე აღარ იყო პრეზიდენტი ეტობა პენსიაზე რო გავიდა მაშინ დააწესეს დამსახურებული სოსიოს წოდება.

  • antonio
    schedule 26 აპრ 2021, 14:13

    ციტატა: nika 54
    1990 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი. 2008-2014 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 31 თამაში ჩაატარა. კატალონიურ კლუბთან ერთად დოს სანტოსმა 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
    აი ვინ არის იღბალა 31 თამაში და 10 ტიტული თანაც უმაღლესი ხარისხის, ანუ თითო ტიტულზე 3 თამაში ჩაუტარებია. გადაიღლებოდა საცოდავი.


    ეგ არაა მგონი რეკორდი ის ვინ იყო თამაშზე მეტი ტიტული რო ჰქონდა მოგებული? დუგლასი მგონი ექვს თამაშში შვიდი ტიტული თუ რაღაც ეგრე :დ

  • DE PE FA
    schedule 26 აპრ 2021, 13:17

    ციტატა: nika 54
    გადაიღლებოდა საცოდავი.


    კი აქ მის მერე დასრულებული კარიერა😁

  • nika 54
    schedule 26 აპრ 2021, 12:26

    1990 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი. 2008-2014 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 31 თამაში ჩაატარა. კატალონიურ კლუბთან ერთად დოს სანტოსმა 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
    აი ვინ არის იღბალა 31 თამაში და 10 ტიტული თანაც უმაღლესი ხარისხის, ანუ თითო ტიტულზე 3 თამაში ჩაუტარებია. გადაიღლებოდა საცოდავი.