workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 17 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 17 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 17 აპრილს მოხდა.

თამაშები

17 აპრილს “ბარსელონას” 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1889 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი კარლეს კომამალა. 1902-1912 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 135 თამაში ჩაატარა და 172 გოლი გაიტანა. მისი ძმები, არსენი და აურეო ასევე “ბარსელონაში” თამაშობდნენ.

1949 წელი

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ბარსელონამ” “ესპანიოლი” სესარ როდრიგესის დუბლით 2-1 დაამარცხა. “ბლაუგრანამ” ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.

1960 წელი

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ბარსელონამ” “სარაგოსა” 5-0 გაანადგურა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა. გოლები მარტინესმა (2), სეგარამ, გენსანამ და სუარესმა გაიტანეს.

1983 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ლას პალმასი” 7-2 გაანადგურა. დიეგო მარადონამ ჰეთ თრიქი გაიფორმა, ხოლო ხულიო ალბერტომ, მარკოსმა, შუსტერმა და კარასკომ თითო გოლი გაიტანეს.

2016 წელი

“ვალენსიასთან” ანგარიშით 1-2 წაგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა. ეს პირველი შემთხვევა იყო 2003 წლის შემდეგ, როდესაც “ბარსელონამ” ზედიზედ მე-3 თამაში წააგო.

2021 წელი

ესპანეთის თასის ფინალში 12 წუთში გატანილი 4 გოლის წყალობით “ბარსელონამ” “ბილბაო” 4-0 დაამარცხა და ტიტულს 31-ედ დაეუფლა. გოლები მესიმ (2), გრიზმანმა და ფრენკი დე იონგმა გაიტანეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 18 აპრ 2021, 15:31
    #2

    კომამალას რა სტატისტიკა აქვს!!!

  • nika 54
    schedule 17 აპრ 2021, 17:55
    #1

    საშინელი დღე ყოფილა. იმედია დღეს შევაფერადებთ.