ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 აპრილს მოხდა.

თამაშები

14 აპრილს “ბარსელონას” 20-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1901 წელი

კატალონიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ისპანიამ” “ბარსელონასთან” 1-1 ითამაშა, რის წყალობითაც ჩემპიონობა მოიპოვა. “ბარსა” კონკურენტს 2 ქულით ჩამორჩა.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 31 გოლით “ბარსელონას” დამაარსებელი ჟოან გამპერი გახდა, მეორე ადგილზე გასულმა გუსტავო გრინმა (“ისპანია”) კი მხოლოდ 9 გოლი გაიტანა.

1901 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი (1921-27) და მწვრთნელი (1939-41) ჟოზეპ პლანასი.

1932 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ესტებან არენა. 1954-1956 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 25 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

1940 წელი

“ლეს კორტსზე” გამართული “ელ კლასიკო” უგოლოდ დასრულდა.

1991 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი მარტინ მონტოია. 2008-2015 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 69 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მონტოიამ “ბარსელონასთან” ერთად 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და ერთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

1991 წელი

გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აღებული იძულებითი პაუზის შემდეგ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იოჰან კრუიფი საქმეს დაუბრუნდა, მისმა გუნდმა კი “კასტელონი” სტუმრად 1-0 დაამარცხა. ეს თამაში კრუიფისთვის “ბარსელონას” მწვრთნელის რანგში ლა ლიგაში მე-100 გამოდგა.

1997 წელი

რონალდოს აგენტმა, რეინალდო პიტამ განაცხადა, რომ “ბარსელონა” და ბრაზილიელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში 2006 წლამდე უნდა ყოფილიყო.

2001 წელი

“ბარსელონამ” ზედიზედ მე-2 თამაში დაამთავრა ანგარიშით 4-4, ამჯერად სახლში “სარაგოსასთან“. კატალონიელები პირველი ტაიმის შემდეგ 0-2, 79-ე წუთზე კი 2-4 მარცხდებოდნენ. საბოლოოდ, ოვერმარსის, რივალდოსა და კლუივერტის (2) გოლებით “ბლაუგრანამ” ქულა აიღო.

2014 წელი

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშების ფინალში “ბარსელონამ” “ბენფიკა” 3-0 გაანადგურა. გოლები როდრიგომ და მუნირმა (2) გაიტანეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    schedule 14 აპრ 2021, 21:09

    აუუუუუჰ რონალდინიო რონალდო რივალდო, ბრაზილიის ნაკრების შეტევა ბარსას ეყოლებოდა. რას დახატავდნეენ

  • C.PC5
    schedule 14 აპრ 2021, 13:23

    ფრეების დღე ყოფილა მოგებაზე მეტი ფრე აქვთ ნათამაშები.

  • nika 54
    schedule 14 აპრ 2021, 12:58

    ისევ რიგითი დღე.