ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 აპრილს მოხდა.

თამაშები

11 აპრილს “ბარსელონას” 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1917 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ხული გონსალვო (გონსალვო I). 1945/46 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 2 თამაში ჩაატარა.

1948 წელი

ლა ლიგის ბოლო ტურში “ბარსელონამ” “ბილბაო” 3-0 გაანადგურა და სეზონი ჩემპიონის სტატუსით დაასრულა. გოლები სეგერმა, ბადენესმა და ვალემ გაიტანეს.

1976 წელი

“ბარსელონა” “ესპანიოლთან” გამართულ ქალაქურ დერბიში 0-3 განადგურდა.

1991 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა. 2008-2013 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 104 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გოლი გაიტანა. ტიაგომ კატალონიურ კლუბთან ერთად 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2021, 21:18

    ბლომას ტიტულები კი მოუსწრია ტიაგოს.

  • El pistolero 9
    schedule 11 აპრ 2021, 15:56

    ეეჰ ნეტა ტიაგო დარჩენილიყო ბარსაში