წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 აპრილს მოხდა.
თამაშები
7 აპრილს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1912 წელი
“ბარსელონამ” ესპანეთის თასის ფინალში “ხიმნასტიკა ესპანიოლა” 2-0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო. გოლები მასანამ და როდრიგესმა გაიტანეს.
1929 წელი
ლა ლიგის ისტორიაში პირველ ბარსელონურ დერბიში “ბარსამ” “ესპანიოლი” 1-0 დაამარცხა. გოლი სასტრემ გაიტანა.
1987 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი მარტინ კასერესი. 2008-09 წლებში “ბლაუგრანას” მაისურით მან 23 თამაში ჩაატარა. ურუგვაელმა “ბარსელონაში” ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო.
2007 წელი
85 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მარიანო გონსალვო, იგივე გონსალვო III.
"1987 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი მარტინ კასერესი.
2007 წელი
85 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი მარიანო გონსალვო, იგივე გონსალვო III.
მოკლედ ერთი დაბადება და ერთი გარდაცვალება.
C.PC5,
მრავალს დაესწარი
ხარებაზე საინტერესო არაფერი მომხდარა ესეიგი შვიდ აპრილს ბარსასთვის😂 გილოცავთ ყველას!