წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 31 მარტს მოხდა.
თამაშები
31 მარტს “ბარსელონას” 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1912 წელი
ესპანეთის თასის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ესპანია” 3-0 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
1935 წელი
ლა ლიგის გასვლით მატჩში “ბარსელონამ” “ბილბაო” 5-3 დაამარცხა. სტუმართაგან გოლები რაიხმა (2), ბერკესიემ, რამონმა და ესკოლამ გაიტანეს.
1990 წელი
“სპორტინგთან” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში (0-2) ანდონი სუბისარეტამ “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში 150-ე თამაში ჩაატარა. შეხვედრა “ბარსამ” ერნესტო ვალვერდეს დუბლით მოიგო.
2010 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “არსენალთან” ლონდონში 2-2 ითამაშა. ორივე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.
ეს თამაში “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე ფრე იყო.
2012 წელი
“ბილბაოსთან” ანგარიშით 2-0 მოგებული შეხვედრა ლა ლიგაში დანი ალვესისთვის მე-300, ხოლო ხავიერ მასკერანოსთვის 50-ე გამოდგა.
კარგი დღეა ნამდვილად.
ეს არქივიდან ამოღებული თემები წამოვიდა, უკვე წაკითხულები და დაკომეტირებულებიც.
1990 წელი
"სპორტინგთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში (0-2) ანდონი სუბისარეტამ "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში 150-ე თამაში ჩაატარა. შეხვედრა "ბარსამ" ერნესტო ვალვერდეს დუბლით მოიგო.
უყურე ამას შენ.
90 წელს ბარსასთვის ვის ეცალა აქ, დედა შვილს ვერ აიყვანდა ხელში ისეთი ამბავი იყო, ან როგორ გინდა გეყურებინა, ინტერნეტი კი არა მობილური რა ხილი იყო ის არ იცოდა ხალხმა.
არც მანამდე არ ყოფილა უკეთესობა. უცხოურ კლუბებს მარტო მაშინ გვაყურებინებდნენ როცა საბჭოთა გუნდებს ხვდებოდნენ. უცხოურ ლიგებზზე ლაპარაკი საერთოდ არ იყო. კითხეთ თქვენ მშობლებს როგორ დავდიოდით პანტიანში 12ვოლტიანი მანქანის ტელევიზორებით "მაგარი" თამაშების საყურებლად, თურქეთიდან შავ-თეთრად. ისე სადღაც ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატიდან 1966 წელს. მსოფლიო ჩემპიონატების ტრანსლირებაც დაიწყეს და ისევ შერჩევით, სადაც საბჭოთა ნაკრები თამაშობდა. უფრო მეტიც 1970 დან როცა ვიდეო ჩაწერა დაიწყო, წაგებულ თამაშებსაც არ გვაყურებინებდნენ.
ცხვირა ვალვერდე ნახე, დუბლი შეუსრულებია.
90 წელს ბარსასთვის ვის ეცალა აქ, დედა შვილს ვერ აიყვანდა ხელში ისეთი ამბავი იყო, ან როგორ გინდა გეყურებინა, ინტერნეტი კი არა მობილური რა ხილი იყო ის არ იცოდა ხალხმა.
ბარსელონას ზუსტად ახლა სჭირდება მასკერანოსავით მებრძოლი და გულიანი ხოლო ალვეშისნაირი ცანცარა და მხიარული ფეხბურთელი❤️
მშვენიერი დღე ყოფილა❤💙
კარგი დღე ყოფილა