წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 მარტს მოხდა.
თამაშები
24 მარტს “ბარსელონას” 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1910 წელი
ესპანეთის დედაქალაქში მადრიდის “ესპანიოლის” ფინალში დამარცხებით “ბარსელონამ” ესპანეთის თასი ისტორიაში პირველად მოიგო.
1924 წელი
გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ალფრედ მასანა. 1911-1916 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 8 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
1972 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი შემტევი კრისტოფ დუგარი. 1997-98 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 13 თამაში ჩაატარა.
1985 წელი
“ვალიადოლიდთან” 2-1 მოგებული შეხვედრის 87-ე წუთზე “ბარსელონას” მეკარემ, ურუტიმ თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გუნდს ესპანეთის ჩემპიონობა მოუტანა.
1993 წელი
ესპანეთის თასზე “ვალიადოლიდთან” 3-1 მოგებულ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ “ბარსელონაში” თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
1998 წელი
კატალონიის თასზე “ლეიდასთან” 2-1 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონაში” ჩავის დებიუტი შედგა.
2016 წელი
68 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი.
ესპანეთის დედაქალაქში მადრიდის "ესპანიოლის" ფინალში დამარცხებით "ბარსელონამ" ესპანეთის თასი ისტორიაში პირველად მოიგო.
ანუ ესპანიოლი მადრიდის გუნდი იყო?
ეჰ კრუიფიი
კრუიფი❤️🥺 ცოცხალი რომიყოს ლაპორტას ისევ ამოუდგებოდა მხარში და დაეხმარებოდა
დღეს ყოფილა კრუიფის გარდაცვალებიდან 5 წლისთავი. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს.
ბარსას ისტორიაში შავი დღეა.ძალიან ადრე დაგვტოვა კრუიფმა
ვინმემ ხოარიცით თიკეთ,გე-ზე დარეგისტრირების შემდეგ ბილეთს როგორ ავიღებ?
Tkt ge მოგიტხან დამაარსებელი ხო დამტანჯეს
რამოს რო ლაივში არ ვაგინო თქვენ მოგიტ@@ნავთ კარგის ტ@@@ს
ტკტჯი ზე *ლეობა ერთი მახსენდება მარტო და დაიხურა. იმედია ამასაც გაუყენებენ მოუსვლელს
კრუიფი 😥❤💙