ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 17 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 17 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 17 მარტს მოხდა.

თამაშები

17 მარტს “ბარსელონას” 22-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 13 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1901 წელი

მაკაიას თასის გასვლით შეხვედრაში “ბარსელონამ” “ტარაგონა” სტუმრად 18-0 დაამარცხა. ეს მოგება “ბლაუგრანასთვის” დღემდე სარეკორდოა.

1907 წელი

კატალონიის ჩემპიონატში “ბარსელონამ” X SC-თან 1-3 წააგო. მსაჯობა იმდენად საეჭვო და საკამათო იყო, რომ ამის გამო ტურნირი ფლეი ოფის ეტაპზე შეწყდა.

1931 წელი

“ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის გამართული დერბი 4-4 დასრულდა. “ბლაუგრანას” მხრიდან გოლები აროჩამ (3) და სასტრემ გაიტანეს.

1958 წელი

დაიბადა “ბარსელონას” მძლეოსნობის გუნდის ყოფილი წევრი (1980-1985) ხოსე მანუელ აბასკალი. 1984 წელს, ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე, 1500 მეტრზე სირბილში მან ბრინჯაოს მედალი მოიგო.

2012 წელი

ლეო მესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში 150 გოლის გატანა მოახერხა.

სევილიასთან” ანგარიშით 2-0 მოგებულ შეხვედრაში მე-2 გოლი ჩავიმ გაიტანა. ეს მისთვის სეზონში მე-13 გოლი იყო, რაც ჩავის კარიერაში საუკეთესო შედეგი გახდა. სეზონი ესპანელმა 14 გოლით დაასრულა, რაც ბოლომდე მის პირად რეკორდად დარჩა.

2013 წელი

“რაიო ვალიეკანოსთან” საშინაო მოგება (3-1) “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში 2600-ე თამაში გამოდგა.

2024 წელი

“ატლეტიკოსთან” სტუმრად ანგარიშით 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლა ლიგაში მარკ კასადოს დებიუტი შედგა. ჟიულ კუნდემ კი ლა ლიგაში თავისი 150-ე თამაში ჩაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • ბასქუ10
    schedule 17 მარ 2021, 22:09

    18-0 რა ითამაშეს ასეთი ან საერთოდ მოწინააღმდეგე რას აკეთებდა

  • Always cule
    schedule 17 მარ 2021, 20:14

    18 გოლი, ეიუფ

  • El pistolero 9
    schedule 17 მარ 2021, 15:37

    nika 54,
    ალბათ სამუდამო რეკორდია რავიცი დღეს 18-0 გამპერზე თუ მოიწვევენ ვინმე ფარჩაკ გუნდს და ამოტენიან თორე ლა ლიგაში ასე ვერავის ვერ მოუგებ.

  • nika 54
    schedule 17 მარ 2021, 15:27

    1901 წელი ყოფილა გამონათება 17 მარტებში. 18-0 ეხუმრები ყოველ 5 წუთში გოლი გადიოდა.

  • me da barca
    schedule 17 მარ 2021, 13:05

    ნუთუ 2013 წლის მერე, 8 წლის განმავლობაში შაბათ-კვირა არ დაემთხვა და თამაში არ ჩატარდა?