“ბარსელონას” სარეზერვო გუნდი სეგუნდა დივიზიონ B-ს მეორე ტურის მატჩში “ჟიმნასტიკ ტარაგონას” შეხვდა. დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა, მაგრამ ის ხაიმე გილემისთვის დასამახსოვრებელი გამოდგა.
მარცხენა მცველმა რეზერვისტთა ბრწყინვალე შეტევა დააგვირგვინა. საბოლოოდ, ეს გოლი ქომაგების მოსაზრებით, ტურის საუკეთესო გახდა.