ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 მარტს მოხდა.

თამაშები

14 მარტს “ბარსელონას” 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1909 წელი

გაიხსნა “ბარსელონას” სტადიონი “კამპ დე ლა ინდუსტრია“. ამ სტადიონზე გუნდი 1922 წლამდე თამაშობდა, სანამ “კამპ დე ლეს კორტსზე” გადავიდოდა.

1926 წელი

ესპანეთის თასზე “სარაგოსასთან” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” 7-0 მოიგო. გოლები მუსტეროსმა (4), არნაუმ, ალკანტარამ და კურულიამ გაიტანეს.

1943 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ოვიედო” 6-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები მარტინმა (3), სესარმა (2) და სოსპედრამ გაიტანეს.

1987 წელი

“ბეტისთან” საკუთარ კედლებში ანგარიშით 2-0 მოგებულ შეხვედრაში ანდონი სუბისარეტამ ლა ლიგაში მე-200 თამაში ჩაატარა.

1999 წელი

“ბარსელონამ” “ესპანიოლი” “კამ ნოუზე” გამართულ დერბიში 3-0 გაანადგურა. გოლები რივალდომ (2) და კლუივერტმა გაიტანეს. რივალდოსთვის ეს ლა ლიგაში ჩატარებული მე-100 თამაში იყო.

2014 წელი

“ბარსელონას” საკალათბურთო გუნდის ლეგენდა ხუან კარლოს ნავარო ევროლიგის რეკორდსმენი გახდა ჩატარებული თამაშებისა და ნათამაშები წუთების მიხედვით. “ბარსელონამ” იმ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი “ოლიმპიაკოსი” 70-58 დაამარცხა და ტურნირის ტოპ 16-ში მოგება-წაგების ბალანსი 10-0 გახადა. ეს იყო ტოპ 16-ში “ბლაუგრანას” ზედიზედ 22-ე და საკუთარ კედლებში ზედიზედ 30-ე მოგება, რაც ტურნირის ყველა დროის რეკორდია.

2015 წელი

“ეიბართან” სტუმრად 2-0 მოგებულ შეხვედრაში ჩავიმ “ბარსელონას” მაისურით 750-ე თამაში ჩაატარა. შეხვედრის ორივე გოლი ლეო მესიმ გაიტანა.

2018 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ჩელსი” 3-0 გაანადგურა. უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსას” მაისურით პირველი გოლი გაიტანა, ხოლო ლეო მესიმ – მე-100.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • El pistolero 9
    schedule 14 მარ 2021, 17:34

    ამ დღეს ლეომ კურტუას ორჯერ გაუტარა გოლი ფეხებშუა❤❤

  • nika 54
    schedule 14 მარ 2021, 12:26

    ციტატა: C.PC5
    ჩელსის ეს ის თამაში არაა კურტუამ დიტკები რომ ყლაპა?!🤣


    ხო, კონტეს ჩელსია თავისი აზარით, ჟირუთი, ფაბრეგასით, კონტეთი და რავიცი ვინ აღარ ყავდათ. მესიმ რო როგორც "აბიჩნა" კურტუას ფეხებშორის უტარა ორჯერ, ერთიც დემბელეს გაატანინა

  • me da barca
    schedule 14 მარ 2021, 12:20

    მას მერე კურტუა ბადეს იკეთებს ფეხებ შორის.😂

  • C.PC5
    schedule 14 მარ 2021, 11:43

    ჩელსის ეს ის თამაში არაა კურტუამ დიტკები რომ ყლაპა?!🤣

  • ბასქუ10
    schedule 14 მარ 2021, 10:59

    უსმან დემბელე აღარ ახსენოთ😁🤦‍♂️😡

  • Diana
    schedule 14 მარ 2021, 10:55

    💙❤💙❤💙

  • Always cule
    schedule 14 მარ 2021, 10:52

    რა კარგი დღე ყოფილა