ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 იანვარს მოხდა.

თამაშები

8 იანვარს “ბარსელონამ” 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1911 წელი

“ბარსელონასა” და “ესპანიას” შორის კატალონიის ჩემპიონატში გამართულ შეხვედრაში (4-2) “ბლაუგრანას” ფეხბურთელმა, ხორხე პატულიომ ჰეთ თრიქი შეასრულა. მე-4 გოლი უოლასმა გაიტანა.

1977 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ფრანჩესკო კოკო. 2001-2002 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 33 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

1984 წელი

დიეგო მარადონამ გოიკოეჩეას მიერ მიყენებული 3 თვიანი ტრავმა მოირჩინა. პირველივე შეხვედრაში, “სევილიასთან” მატჩში (3-1), მან თავი დუბლით გამოიჩინა.

1994 წელი

“ბარსელონამ” “რეალი” 5-0 გაანადგურა. გოლები რომარიომ (3), კუმანმა და ივან იგლესიასმა გაიტანეს.

1998 წელი

ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩში “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “დორტმუნდი” 2-0 დაამარცხა. გოლები ლუის ენრიკემ და რივალდომ გაიტანეს.

2006 წელი

“ბარსელონამ” ქალაქურ დერბიში “ესპანიოლი” სტუმრად 2-1 დაამარცხა. გოლები დეკუმ და სამუელ ეტო’ომ გაიტანეს.

2011 წელი

48 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ანხელ პედრასა. პედრასა “ბარსას” სკოლის აღზრდილი იყო. “ბლაუგრანასთან” ერთად, 1985-1988 წლებში, მან ესპანეთის თასი და ლიგის თასი მოიგო, 1986 წელს კი ჩემპიონთა თასის ვერცხლის მედალს დაეუფლა.

2014 წელი

ლიონელ მესი 2 თვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და “ხეტაფესთან” ესპანეთის თასზე გამართულ შეხვედრაში თავი დუბლით გამოიჩინა.

2015 წელი

ესპანეთის თასზე “ელჩესთან” გამართული მატჩის 25 წუთიან მონაკვეთში 5 გოლის გატანის წყალობით “ბარსამ” 1/8-ფინალის პირველი თამაში 5-0 მოიგო.

2019 წელი

“ბარსელონამ” “ტულუზიდანჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერი დაადასტურა.

2022 წელი

“გრანადასთან” სტუმრად გამართული შეხვედრა (1-1) “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-600 ფრე გამოდგა.

ეს მატჩი მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის ლა ლიგაში მე-200 იყო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • ბასქუ10
    schedule 08 იან 2021, 16:40

    ტოდიბოზე დამწყდ გული, იქნებ დააბრუნონ, კარგი მონაცემები ჰქონდა და დრო უნდოდა რო იფრო გახსნილიყო და კარგად ათამაშებულიყო

  • BEQA BARCA
    schedule 08 იან 2021, 14:47

    რატომ გაყიდეს ტოდიბო რაა. მ9მწონდა ძაან

  • AnriCule
    schedule 08 იან 2021, 12:59

    1994 წელი და 5-0, გაუწამებიათ რეალი

  • C.PC5
    schedule 08 იან 2021, 11:34

    5-0 ❤️😉 ადრეც რა დღეში გვყავდა მადრიდი.