ტიაგო მოტა, რომელიც ამჟამად ”პსჟ-ს” ღირსებას იცავს, საუბრობს ”ბარსაში” გატარებულ წლებზე. მოტამ განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაში ”ბარსაში” ისწავლა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ მან კატალონიის ”ბარსელონაში” 9 წელი გაატარა.
-”მე ”ბარსაში” დაცვაში და შეტევაში თამაში ვისწავლე. იქ ფეხბურთის სხვაგვარი ხედვაა”.
ტიაგო მოტა ”ბარსა ბ-ს” შეუერთდა 1999 წელს. 2001-02 წლებიდან, 2007-08 იგი ”ბარსას” პირველ გუნდში მოღვაწეობდა. ამის შემდეგ ის გადავიდა მადრიდის ”ატლეტიკოში”. შემდეგ ფეხბურთელი შეიძინა ”ჯენოამ”. იქიდან ფეხბურთელი მილანის ”ინტერში” მოხვდა. ახლა, კი 29 წლის ფეხბურთელი ”პსჟ-ს”ღირსებას იცავს.
ფრანგულ კლუბში მოტა ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ის ისევ მოედნის ცენტრში თამაშობს:”გუნდმა გახსნილად უნდა ითამაშოს და არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე”. დაასრულა ტიაგო მოტამ.