workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტურემ “ბილბაოს” ფანებს ბოდიში მოუხადა

ტურემ “ბილბაოს” ფანებს ბოდიში მოუხადა

კატალონიის “ბარსელონას” კოდ-დივუარელმა ნახევარ-მცველმა ბოდიში მოუხადა “ბილბაოს ატლეტიკის” ფანებს თავისივე საქციელის გამო, როდესაც გოლი გაიტანა და უხამსი ჟესტით აღნიშნა.

“სანამ დავიწყებდეთ მინდა ბოდიში მოვუხადო “ბილბაოს” ფანებს ჩემი საქციელის გამო. არ მინდოდა რომელიმე მათგანისთვის რამე მეწყნენიბინა. ეს მათთვის უპატივისმცემლობა იყო. თამაში იყო ძალიან კარგი და დღეს მე აქ მოვედი ბოდიშის მოსახდელად და პატიების სათხოვნელად. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”. განაცხადა ტურემ პრესკონფერენციაზე.

ტურემ აღიარა, რომ მან კონტროლი დაკარგა თავზე და ბასკების შეურაცხყოფა მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია. “ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის”- დაამატა მან.

აფრიკელმა ფეხბურთელმა ისაუბრა სეზონის შესახებაც: “ძალიან სასიამოვნოა ფინალში გამარჯვება და ახლა მწვრთნელი მოგვცემს ალბათ დასვენების საშუალებას”.

იმის შესახებ, რომ იაია ტურე თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე მან განაცხადა: “ეს ჩემთვის უცხო იყო, რადგან ჩემთვის უჩვეულო პოზიციაზე ვიდექი, მაგრამ ჩემთვის მთავარია გუნდი და რასაც მწვრთნელი დამავალებს იმას შევასრულებ “.

“რა თქმა უნდა მე ნახევარ-მცველად თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ დაცვაში პიკესა და პუიოლის გვერდით თამაშიც სასიამოვნო იყო და მე წუწუნის უფლება არ მაქვს, რადგან ეს აუცილებელია გუნდისთვის”. -განაცხადა ტურემ.

წყარო www.sport.es

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward