workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასმა ახალგაზრდა კულეების შეკითხვებს უპასუხა

ფაბრეგასმა ახალგაზრდა კულეების შეკითხვებს უპასუხა

სესკ ფაბრეგასმა ასობით მისული კითხვიდან მხოლოდ 10 საინტერესო უპასუხა, რომელიც ”ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა ამოირჩია.

 – ას გრძნობდი 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ? (ჟოელ რეჩე, 8 წლის)

 – მატჩის წინ განსაკუთრებული გრძნობა მქონდა, ჩვენ ხომ ლიგის ფინალში ვთამაშობდით. ყოველთვის ვოცნებობდი ამ ტიტულის მოგებაზე და ახლოს ვიყავი ამ ტიტულთან. მატჩის შემდეგ სამხიარულო განწყობა არ მქონდა, თუმცა ვიცოდი, რომ წავაგეთ ”ბარსასთან”, ევროპის საუკეთესო გუნდთან.

 – ჯერ კიდევ ბედნიერი ხარ იმით, რომ სახლში დაბრუნდი? (ანხელ პორტილიო ნუნიესი, 7 წლის)

 – მე ბევრს ვსწავლობ და სიამოვნებას ვიღებ ჩვენი ფეხბურთით. მე მომწონს ბოლომდე ბრძოლა და დახარჯვა. ასევე ძალიან მომწონს კვლავ ახლობლებთან ერთად ყოფნა და ეს კლიმატი…

 – გვითხარი როგორი იყავით შენ, მესი და პიკე ბავშვობაში? (მარტი, 7 წლის)

 – ლეო ძალიან ჩუმი იყო, პიკე კი პირიქით. ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებდით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ”კადეტებში” ვიყავით. სხვადასხვა კატეგორიის 6 ჩემპიონატში ვიმარჯვეთ.

 – სესკ, გუნდთან ერთად უკვე ნახევარი წელია ხარ. გვითხარი, რით განსხვავდება ის დანარჩენებისგან? (ნურია კორნეი, 13 წლის)

 – მთავარი განსხვავება ისაა, რომ ”ბარსამ” ყველგან და ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს. სხვა გუნდებში კი ეს აუცილებელი არ არის.

 – რა გაკლია ინგლისადან? (ხუანი, 6 წლის)

 – ის ემოცია, რაც ინგლისურ ფეხბურთს თანსდევს და ის მეგობრები, რომლებთანაც განშორება მომიწია.

 – ლა მასიაში ერთდროულად ვარჯიში და სწავლა რთული იყო? (ანდრეს მირი, 7 წლის)

 – არა, რადგან ამისკენ მივილტვოდი. ლა მასიაში ყოველთვის გვეხმარებოდნენ და გვიხსნიდნენ განათლების მნიშვნელობას.

 – დაასახელე ყველაზე სამწუხარო და ბედნიერი მომენტი შენი საფეხბურთო კარიერის? (მარსელი, 14 წლის)

 – ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა ”ბარსელონაში” დავბრუნდი, ყველაზე სამწუხარო კი ”არსენალის” დატოვება იყო.

 – რომელ მატჩს მიიჩნევს შენთვის საუკეთესოს? (ლაურა კოსტა, 11 წლის)

 – ძალიან რთული ერთი მატჩის არჩევა, მაგრამ ბოლო შეხვედრებიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალს დავასახელებ.

 – რა მოგწონს კლუბის გულშემატკივრებში? (არნაუ ენტრესერა)

 – ისინი მუდმივად მხარს გვიჭერენ ჩვენ. ასევე შეუდარებელია ის ატმოსფერო, რაც შეხვედრის დროს სუფევს.

 – საფეხბურთო მსოფლიოდან ვინ დაგეხმარა ამ სიმააღლეების მიღწევაში? (ჟოელ მაინე, 8 წლის)

 – დიდ ფეხბურთში ეს არსენ ვენგერი იყო, ახალგაზრდულში კი როდოლფ ბორელი, ჩემი მწვრთნელი ”ალევინში” (ასაკობრივი გუნდი). და რა თქმა უნდა პეპი, რომელმაც უმთავრესი როლი ითამაშა ჩემს დაბრუნებაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward