workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესისა და პუიოლის კომენტარები

ვალდესისა და პუიოლის კომენტარები

“ბარსელონას” მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩს კომენტარი გაუკეთა: “მატჩის მეორე ტაიმში “ატლეტიკომ” საგრძნობლად მოუმატა. მეტოქემ კარგად ითამაშა. ასეთ მატჩში გამარჯვება უფრო სასიამოვნოა. ტიტულის მოგება რთული იქნება, თუმცა ჩვენ შევეცდებით, დავეწიოთ “რეალს”. მესის გოლი? სიტუაცია ასეთი იყო: ლეომ ორჯერ თუ სამჯერ სთხოვა მსაჯს, რომ ცოცხალი კედელი შესაბამის მანძილზე გადაეწია, მაგრამ არბიტრმა რეაგირება არ მოახდინა. აქედან გამომდინარე მან გადაწყვიტა სასტვენამდე ჯარიმის შესრულება.” – ციტირებს ვალდესის სიტყვებს ესპანური გამოცემა As.

 

“ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა კი მატჩის დასრულების შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: “ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ტიტულისთვის. არავითარ შემთხვევაში არ დავყრით ფარ-ხმალს. მე არ დავიწყებ ჩვენი შანსების დაანგარიშებას, არ ვარ მათემატიკოსი. ჩვენ უბრალოდ ვიბრძოლებთ სამი ქულისთვის თითოეულ მატჩში.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward