workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: ”ერთ ფეხბურთელში 40-50 მილიონს ვერ გადავიხდით”

ბართომეუ: ”ერთ ფეხბურთელში 40-50 მილიონს ვერ გადავიხდით”

”ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ აღნიშნა, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხმაურიან ტრანსფერებს არ განახორციელებს.

ბართომეუს სიტყვებით ”ბარსელონას” ახლა ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენის საშუალება არ აქვს.

”ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებების დროს ჯანსაღი აზრი უდნა შევინარჩუნოთ. ჩვენ უაზრო სატრანსფერო მოლაპარაკებებზე არ წავალთ, რადგან ”ბარსელონას” ამჟამად ერთ ფეხბურთელში 40-50 მილიონის გადახდა არ შეუძლია. ასეთია კლუბის გადაწყვეტილება. ჩვენ სატრანსფერო ბაზარზე ნებისმიერ მეტოქეს ვერ შევეწინააღმდეგებით. ჩვენი უპირატესობა კი იმაშია, რომ თავად ფეხბურთელებს სურთ ”ბარსელონაში” გადმოსვლა და თამაში” – განაცხადა ბართომეუმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward