workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
როსელი: “მალე გვარდიოლას შევხვდები”

როსელი: “მალე გვარდიოლას შევხვდები”

 ახალი პრეზიდენტის, სანდრო როსელის სამომავლო გეგმებიში პირველი ადგილი უკავია ყოფილ პრეზიდენტთან, ხუან ლაპორტასთან და მთავარ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან შეხვედრებს.
 როსელმა უკვე ისაუბრა პრესასთან ორშაბათს, გამარჯვების მეორე დღეს: “მე ვთქვი, რომ პირველი რასაც გავაკეთებდი იქნებოდა პეპ გვარდიოლას გამოძახება, მაგრამ ფაქტიურად ჯერ ძველი პრეზიდენტი გამოვიძახე და შემდეგ მწვრთნელი. პეპი სამ-ოთხ დღიან შვებულებას იღებს და შევეცდებით შეხვედრა მანამდე მოვაწყოთ და მომავალ სეზონზე ვისაუბროთ.”
 ცხადია, რომ პეპ გვარდიოლას ახალი პრეზიდენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს: “მე ვეცდები დავითანხმო პეპი დარჩეს კიდევ ექვსი სეზონი. დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, პეპი “ბარსას” ფერგიუსონი გამხდარიყო, მაგრამ ახლა გადავიფიქრე… მინდა, რომ პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” ბეკენბაუერი გახდეს: ფეხბურთლი, მწვრთნელი და ოდესმე პრეზიდენტიც კი.”

 თბილი შეხვედრა ლაპორტასთან
 როსელი ასევე გეგმავს ხუან ლაპორტასთან შეხვედრას: “ხუანმა გვითხრა,რომ ნებისმიერ დროს მზად არის გვესაუბროს კლუბზე. ეს “ბარსელონას” კარგი მომავლისთვის ხდება. ჩვენ ვგეგმავთ მასთან შეხვედრას ამ კვირაში.” ცხადია, რომ არჩევნების საღამოს ყველაზე აღსანიშნავი მოვლენა იყო როსელის და ლაპორტას თბილი შეხვედრა. სანდრო თვლის, რომ მათ შორის ყველაფერი მშვიდობიანად და მეგობრულად ჩამთავრდება.
 “ჩვენ ასევე დაველაპარაკებით ჩიკის. ბოლოს კი კლუბის სხვა მესვეურებს. თუ ბეგირსტაინის სურს დარჩენა, ჩვენ მზად ვართ მოლაპრაკებების მაგიდასთან დასაჯდომად. გავააანალიზებთ ყველაფერს და ვნახავთ, აწყობს თუ არა მას ჩვენს პროექტში მონაწილეობის მიღება. მისდამი არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ რამდენიმე ცვლილების გატარება აუცილებელია და ეს 1 ივლისს მოხდება.”

 ახალი ტრანსფერები
 სანდრო როსელმა რომელმაც “ბარსას” ისტორიაში ყველზე მეტი ხმა დააგროვა პრეზიდენტის არჩევნებში, ასევე ისაუბრა ახალ ფეხბურთელებზე, მათ შორის სესკ ფაბრეგასზე: “თუ კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები, ჩვენ გავაგრძელებთ. ოფიციალურად, პირველ ივლისამდე არაფრის გაკეთების უფლება არ გვაქვს. გავითვალისწინებთ გულშემატკივრებისა და მწვრთნელების მოთხოვნებს. ჩვენი კლუბი უკან არასდროს იხევს. ჩემი მიზანია გავამტკიცო “ბარსელონა” თითოეულ სეზონში.” შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა კატალონიური კლუბის ინტერესს სერხიო რამოსისადმი, სანდრომ ასეთი პასუზი გასცა: “ჩვენ უკვე გვყავს დანი ალვესი, მაგრამ თუ პეპი თვლის, რომ რომელიმე ფეხბურთელი კლუბისთვის საჭიროა, ჩვენ ვცდით მის ყიდვას.”

 ერთიანობა
 როსელმა ასევე ხაზი გაუსვა მისი პროექტის უმთავრესს პრინციპს: “ჩვენ გვსურს სპორტული სტანდარტის გაერთიანება. გავხდებით ერთი დიდი კატალონიური ოჯახი ისე რომ, როდესაც კლუბის თვრამეტივე ბოსი ქუჩაში გავისეირნებთ, ხალხი როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ისე მიგვიღებს. ვეცდები ცალკეული ინტერესები გავაქრო. ეს უაზრობაა. ჩვენ “ბარსელონა” ვართ და ყველასთავის მოიპოვება ადგილი. ლაპორტა, კრუიფი, ნუნესი, კუბალა, სუარესი… ჩვენ ყველანი “ბარსას” ნაწილი ვართ.” ის იმედოვნებს, რომ ახლო კონტაკტში იქნება იოჰან კრუიფთან: “საპატიო პრეზიდენტი ახლა სამხრეთ აფრიკაშია. მე მისი ტელეფონის ნომერი არ მაქვს, მაგრამ შესაძოა ლაპორტასთან საუბრის შემდეგ, მასაც ველაპარაკო.”
 ბატონი როსელის სიტყვით გამოსვლა ბევრჯერ შეწყდა აპლოდისმენტების გამო. სანდრომ განაცხადა, რომ კლუბმა უფრო მეტად უნდა დააფასონ ძველი ლეგენდები: “ჩვენ აქ ვართ გასაერთიანებლად და არა დასაყოფად.”

 ძირითადი პრინციპები
 “კატალონიური ხასიათი შეუცვლელი და მუდმივია, მაგრამ არ შეიძლება მისი პოლიტიკასთან არევა.” ახალი პრეზიდენტი ერთგული რჩება “ბარსას” საფებურთო ფილოსოფიის: “ეს სტილი არ უნდა დავკარგოთ. თუ ერთ დღეს პეპი დაგვტოვებს, უნდა მოვძებნოთ მისი სტილის მწვრთნელი. ეს კლუბის კულტურის ერთ-ერთი ნაწილია.”

უამრავი ემოცია
 არჩევნების მოგებიდან 12 საათში როსელმა გამარჯვება აღნიშნა თავის ოჯახთან ერთად და შემდეგ განაცხადა: “დღეს ძალიან გახარებული და აღელვებული ვარ. იმედია, ეს ემოციები კიდევ ექვსი წელი გასტანს.”

წყარო: www.fcbarcelona.cat 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward