”ოსასუნა” ლეო მესისთვის ერთ-ერთი ”საყვარელი” მსხვერპლია, რომელსაც არგენტინელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრიმერას და თასის მატჩებში 5 გოლი გაუტანა.
3 გოლი ლეომ ”ოსასუნას” იმ შეხვედრაში გაუტანა, რომელსაც პამპლონელები კიდევ დიდხანს ვერ დაივიწყებენ. პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურის მატჩში ”ნოუ კამპზე” ”ბარსელონამ” რვა უპასუხო ბურთი გაუტანა ”ოსასუნას”. სათასო შეხვედრაში ლეოს ”ოსასუნასთან” მატჩში მუცლის ტკივილის გამო არ უნდა მიეღო, თუმცა ის მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და 2 გოლი გატანა მოასწრო. ამ ფაქტის გამო შეხვედრის შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო ბასკთან დამრიგებელი, ხოსე ლუის მენდილიბარი.
ლეო მესის ”ოსასუნას” წინააღმდეგ 12-ჯერ აქვს ნათამაშები: 10-ჯერ პრიმერაში და 2-ჯერ სამეფო თასზე. ამ 12 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მატჩი დასრულდა ფრედ, დანარჩენი 11 შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.
P.S. ესეც ჩემი 1400-ე სიახლე ბარსამანიაზე