დღეს ჩვენ გველოდება ორი ისეთი გუნდის დაპირისპირება, რომელთა ფილოსოფიები რადიკალურად განსხვავებულია. საქმე ისაა, რომ სამეფო თასის გათამაშებაში პეპ გვარდიოლას გუნდს ყველაზე მეტი, 20 გოლი აქვს გატანილი, როცა ”ღამურებს” 13-ჯერ აქვთ მეტოქის კარი დალაშქრული.
– სამეფო თასზე ”ბარსელონა” და ”ვალენსია” ერთმანეთს 18-ჯერ დაუპირისპირდა. 11 შემთხვევაში გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ.
– სამეფო თასის 1/2 ფინალში ისინი 5-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც ფინალიში ”ბარსელონა” 3-ჯერ, ხოლო ”ვალენსია” 2-ჯერ გავიდა.
– ამ ხუთივე შემთხვევაში ტურნირის გამარჯვებული ის გუნდი გახდა, რომელიც ფინალში გავიდა.
– 1989/90 წლის 1/2 ფინალში მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე რონალდ კუმანის შესანიშნავმა გოლმა იოჰან კრუიფის გუნდს ანგარიში გაათანაბრებინა (1:1) და ფინალში გაიყვანა. სახლში ”ბარსას” 2:1 ჰქონდა მოგებული და გასვლაზე წაგების შემთხვევაში ტურნირს ეთიშებოდა. ”ბარსამ” ის სეზონში სამეფო თასი მოიგო და ფინალში მადრიდის ”რეალი” (2:0) დაამარცხა.
– ბოლოს ”ვალენსიამ” თასის 1/2 ფინალში ”ბარსა” 2007/08 სეზონში დაამარცხა. მაშინ ”ღამურების” მთავარი მწვრთნელის პოსტი რონალდ კუმანს ეკავა. მაშინ ჰოლანდიელის გუნდმა მოიგო თასი, თუმცა პრიმერაში გუნდს ცუდი შედეგები ჰქონდა.
– 1962/63 წელს ”ბარსელონა” ფინალში ისე გავიდა, რომ ”ვალენსია” 2 შეხვედრაში არ დაუმარცხებია. შეხვედრები 1:1 და 2:2 დასრულდა, თუმცა გასვლაზე მეტი გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე ”ბარსა” გავიდა.
– ყველაზე დიდი გამარჯვება 1952/53 სეზონში დაფიქსირდა, როცა ”ბარსამ” 5:0 დაამარცხა ”ვალენსია” ”ნოუ კამპზე”. ასევე აღსანიშნია ამ გუნდების მატჩი 1924/25 წლის სეზონში, როცა მაშინდელი თასის ტურნირზე ”ბარსამ” 7:3 იმარჯვა.
– ”ბარსელონა” და ”ვალენსია” 3-ჯერ დაუპირისპირდნენ სამეფო თასის ფინალში. კულეებმა თასის 2-ჯერ მოიპოვეს (1951/52 და 1970/71 სეზონებში). ერთადერთი გამარჯვება ”ვალენსიამ” 1953/54 წლის სეზონში მოიპოვა.