კაპაროსი: “”ბარსელონა” საუკეთესოა მსოფლიოში”

კაპაროსი: “”ბარსელონა” საუკეთესოა მსოფლიოში”

“ბილბაოს ატლეტიკმა” ოთხშაბათ საღამოს წააგო კოპა დელ რეის ფინალი და ამ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარგად იცის ამის მიზეზი რაც არის. 

“ჩვენ წავაგეთ კლუბთან, რომელიც დღეს-დღეისობით საუკეთესოა მსოფლიოში”. -განუცხადა კაპაროსმა ჟურნალისტებს.

“მე არ მინდა წავიდე იქით, თუ რა მოხდა, მაგრამ “ბარსელონას” ფეხბურთელების ტალანტი აღსანიშნავია. ჩვენ მეორე ტაიმი ვერ ვითამაშეთ და მე მიდა ჩვენს გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო და პატიება ვთხოვო”.

“ატლეტიკის” გულშემატკივრებს სიმღერა არ შეუწყვეტიათ, მაშინაც კი როდესაც გუნდი 1-4 აგებდა და თამაშის დასრულებამდე 1 წუთი იყო დარჩენილი.

ხოაკინ კაპაროსი: “მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენი გუნდის ფანებს ასეთი საქციელისთვის. სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციის გამოსახატად, რასაც იმ დროს განვიცდიდი, როდესაც ჩვენი გულშემატკივრები უკვე დამარცხებულ გუნდს მთელი სულით და გულით ამხნევებდნენ”.

“გასახდელი იყო დადუმებული, რადგან ჩვენ მესტალიაზე ჩამოვედით გამარჯვების იმედით, მაგრამ ეს ვერ შევძელით. მე ვულოცავ კატალონიელებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და წამატებებს ვუსურვებ ჩემპიონთა ლიგაზე”- დაასრულა კაპაროსამა.

წყარო www.goal.com

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი