პლანეტის პირველმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლიონელ ანდრეს მესიზე და ”ბარსაზე” ისაუბრა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი: “მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. ის ყოველ თამაში აუმჯობესებს თამაშის ხარისხს. “ბარსა” ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. რასაც მესი აკეთებს მოედანზე, არის შთაგონება იმ ბავშვებისთვის, ვინც ფეხბურთელობაზე ოცნებობს.” – განაცხადა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერბმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ”Sport.es-თან”.
ასევე მოგეხსენებათ ის ფაქტიც, რომ ნოვაკი ”მილანის” გულშემატკივარია.