“ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ ანდრეი რუბლევის უცნაური გამოწვევა მიიღო.
საქმე ისაა, რომ “ბლაუგრანელი” ჩოგბურთელთა წამოწყებაში ჩაება. შესბამისად, მას მოუწია, ჩოგბურთის ჩოგნით ტუალეტის ქაღალდს 20-ჯერ შეხებოდა.
რა თქმა უნდა, 33 წლის ვარსკვლავს დავალების შესრულება არ გართულებია. ესპანელმა გამოწვევაში ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლეს პუიოლი და სესკ ფაბრეგასი ჩართო.
Thanks @AndreyRublev97 😉🧻
Your turn! @marcmarquez93 @cesc4official @DjokerNole @Carles5puyol #StayHome #20TouchChallenge pic.twitter.com/INX8OWMFnE
— Gerard Piqué (@3gerardpique) March 23, 2020