workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეიტონ ჰიუიტი: “პიკეს ჩოგბურთის არაფერი გაეგება”

ლეიტონ ჰიუიტი: “პიკეს ჩოგბურთის არაფერი გაეგება”

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა “ბარსელონას” ცენტრალური მცველი გააკრიტიკა.

2018 წელს ჟერარ პიკეს მიერ დაარსებულმა “კოსმოს ჰოლდინგმა” განაცხადა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში დევისის თასის საჩოგბურთო ტურნირში ისინი ჯამში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან ითანამშრომლებენ.

დევისის თასის ტურნირის ფორმატში ცვლილებებია დაგეგმილი, რისი ინიციატივაც სწორედ “ბლაუგრანას” ფეხბურთელს და “კოსმოსის” მფლობელს ეკუთვნის. თუმცა, ამ ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ლეიტონ ჰიუიტი, რომელიც ამბობს, რომ პიკეს ჩანაფიქრი, დაამსგავსოს დევისის თასი მსოფლიო ჩემპიონატს, სასაცილოა.

“ახლა დევისის თასზე გადაწყვეტილებებს ფეხბურთის მოთამაშე იღებს. ეს ისეთივე ალოგიკურია, მე, ჩოგბურთის მოთამაშე, რომ გამოვიდე და ჩემპიონთა ლიგაზე ცვლილებები მოვითხოვო. სასაცილოა”, – აცხადებს ლეიტონ ჰიუიტი.

“პიკეს ჩოგბურთის არაფერი გაეგება. ეს ფეხბურთი არ არის. სპორტის სრულიად განსხვავებული სახეობაა. აქ ეს არ იმუშავებს. დევისის თასის 119-წლიან ისტორიას საფრთხე ემუქრება”.

აღსანიშნავია, რომ პიკეს ახალ იდეაზე ფრანგმა ჩოგბურთელმა ნიკოლას მაიუმ განაცხადა, რომ ჩოგბურთი მოკვდა. თუმცა, სხვა ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ენდი მარი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან, ახალ ფორმატზე კმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Bola
    schedule 30 იან 2019, 00:54
    #2

    გინდა არ გინდათ პიკე მალეე ახალი პერესი გაიჩითება და გადაუჯოკრავს კიდეც :დ ბიზნეს მოხოდავს ყველა ფლანგზე. მერე მოუნდება თასს გადააკეთება მოუნდება სახლში წაიღებს :დ კაცი ფეხბურთზე მეტად ბიზნესისთვისაა დაბადებული:დ

  • M10 S9 D11
    schedule 30 იან 2019, 00:07
    #1

    ენდი მარი ჯოკოვიჩი და ნადალი თუ კმაყოფილები არიან შენ ვინ ჩემი ბენზემა ხარ რო რამე არ მოგწონს ეგება ამათაც არ ესმიტ ჩოგბურთი და მარტო სენ ხარ პროფესორი