workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” 2014-ში შეიძენს ნეიმარს?

“ბარსა” 2014-ში შეიძენს ნეიმარს?

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი ბრაზილიელი ტალანტის, ნეიმარ და სილვას შეძენას 214 წელს შეეცდება.

 

ნეიმარზე ნადირობა მას შემდეგ შეწყდა, რაც 19 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა “სანტოსთან” 2014 წლამდე გაეგანგრძლივებინა კონტრაქტი. ამ ყველაფრის მიუხედავად კატალონიის “ბარსელონა” მაინც ცდილობს ნეიმარს შეძენას:” მან “სანტოსთან” განგრძლივ კონტრაქტს მოაწერა ხელი. დაველოდებით კონტრაქტის ამოწურვას და შემდეგ უკვე შევეცდებით ნეიმარის შეძენას,” განაცხადა სანდრო როსელმა COM Radio-სთან ინტერვიუში.

 

ცნობისთვის ნეიმარის შეძენას მადრიდის “რეალიც” ცდილობს, მაგრამ ფეხბურთელის სიმპატიები “ბარსასაკენ” იხრება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward