რას ნიშნავს შენთვის ”ბარსა” ? (ნაწილი 4 )
1. Medea (მედეა ხურციძე) ”მწერალი’’ – დიდი ხანი არ არის რაც ჩემს ცხოვრებაში ბარსელონა გამოჩნდა, თარიღი ზუსტად მახსოვს 2009 წლის 2 მაისი, დღე როდესაც ბარსამ რეალი 6-2 დაამარცხა. იმ დღიდან მოყოლებული მე ბარსელონას ერთგული გულშემატკივარი ვარ და ყოველი დილა ამ გუნდზე ფიქრით იწყება. ბარსელონა ჩემთვის ცხოვრების ნაწილია და ვერ წარმომიდგენია როგორ ვცხოვრობდი უმისოდ ამდენი ხნის განმავლობაში. ეს რაღაც აღმოჩენა იყო ჩემთვის. იცით რატომ მიყვარს ბარსა? მართალია, რომ ისინი არაამქვეყნიურ ფეხბურთს თამაშობენ, ერთგვარ სპექტაკლს დგამენ სტადიონზე, მაგრამ მთავარია როგორ ახერხებენ ამას. ჩემი საყვარელი ფეხბურთელები არ არიან ვარსკვლავური ავადმყოფობით დაავადებულნი, ისინი ამდენი წარმატების მიუხედავად ჩვეულებრივ ადამიანებად რჩებიან, უხარიათ ერთმანეთის სიხარული და იზიარებენ ერთმანეთის გულისტკივილს. სწორედ ესაა მათი წარმატების საიდუმლო. ჩავის სიტყვებს გავიხსენებ და ვიტყვი: ბარსელონა ჩემი ცხოვრებაა!
2. Alice (ნინო ორმოცაძე) ”წევრი’’ – ბარსელონა არის ჩემი შთაგონება მათი თამაშის ყურების დროს ყველაფერი მავიწყდება და სამყარო ქრება. ზოგჯერ ისე ვცოფდები რომ ვერაფერი ვერ მაწყნარებს მაგრამ როცა ბარსელონას თამაშს ჩავრთავ ყველაფერი წყნარდება. ხშირად თამაშის დროს ნერვებს ვერ ვთოკავ და ხელებს ვაბრახუნებ… ვერ ვიტან როცა ბარსას შეურაწყოფას აყენებენ, ერთერთი შემთხვევის დროს ჭიქა გავტეხე ისე გავბრაზდი. ბარსელონამ ბევრი რამ მომცა რაც აქამდე არ გამაჩნდა.
3. სოფო ხუციშვილი – ”წევრი” უპირველესოვლისა მინდა მადლობბა გადაგიხადო შაკო ამ ბრწინვალე პროექტისათვის. ახლა კი რაც შეეხება შეკითხვას, რას ნიშნავს ბარსელონა ჩემთვის? მგონი ვერც ერტ ლექსიკონში ვერ მოვძებნი ისეთ სიტვებს, რომლებიც ზუსტად გადმოსცემენ ჩემს გრძნობებს. ბარსელონა არის ჩემტვის ველაფერი. ის არის მაგალითი პატივისცემისა და მეგობრობის. ვამაობ რომ ვარ კულე, ხოლო ამის თქმა არავისთან და არასდროს შემრცხვება. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ვცხოვრობ ისეტ დროს, როდესაც ბარსელონა თავისი ულამაზესი ფეხბურტიტ უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს თითოეულ ჩვენგანს, ამისთვის დიდ მადლობას ვწირავ უფალს. კიდევ იმით ვარ ბედნიერი, ტუ როგორი ერთგული გულშემატკივრები ავს ბარსას ამ საიტის მომხმარებლების სახით. მინდა გთხოვოთ, როგორი ღირსეული გუნდიც გვავს, ისეთივე ღირსეული გულშემატკივრობა გავუწიოთ მას, ჭირში თუ ლხინში მის გვერდით ვიდგეთ. კიდევ ერთხელ მადლობა შაკო, რომ მომეცი საშუალება ამ მართლაც მეგობრულ საიტზე გამომეხატა ჩემი მოსაზრება.
4. Toko-_-Barca ( თორნიკე ჯანაშია) ”წევრი’’ – უკვე 30-მა ადამიანმა გამოხატა გრძნობები ბარსას მიმართ ვეცდები, ცოტა სხვაგვარდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. ფეხბურთის ყურება როდესაც დავიწყე “ბარსამ” და რონალდინიომ მომხიბლეს. სიმართლე გითხრათ უფრო რონალდინიომ. ასე რომ არც თუ ისე დიდი ერთგულობის გრძნობა მქონდა გუნდის მიმართ. გავიდა დრო და “ბარსა” გავცვალე მანჩესტერ იუნაიტედში. მანჩესტერმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო თითქოს მიხაროდა, მაგრამ რაღაც სხვა გრძნობა მქონდა. დაიწყო სეზონი და გავიგე რომ ბარსაში ახალი მწვრთნელი მოსულიყო, რონალდინიო წასულა. ამ ამბებმა იმოქმედეს ჩემზე და სიტყვა “ბარსამ” კვლავ გაიჟღერა ჩემს გულში გამახსენდა ის ტბკილი და სასიამოვნო დრო, ისიც გამახსენდა რომ მცირე ჩავარდნების გამო გუნდს ზურგი შევაქციე და რაღაცნაირად შემრცხვა. გადავდგი ნაბიჯი მანჩესტერს დავშორდი და ბარსას “დავუბრუნდი” საბოლოოდ. ჩემს გადაწყვეტილებაზე ვამაყობ და არ ვნანობ. ბარსა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მან ბევრი ადამიანი გამაცნო და დამაახლოვა მათთან. ამას გარდა დიდი სიხარული მოაქვს რა თქმა უნდა უსიამოვნებაც, მაგრამ ეს უსიამოვნება არის სწორედ გამოცდა რომელშიც ერთხელ უკვე ჩავიჭერი და მეორეჯერ ეს აღარ განმეორდება!
5. MessiFan1 (ნინი ბეჟიაშვილი) ”წევრი’’ – ბარსა ჩემთვის მეტია ვიდრე უბრალოდ კლუბი ისევე როგორც ყველა კულესთვის, ის ჩემთვის მაგალითია მეგობრობის, ურთიერთგაგების, თანადგომის და თავმდაბლობის. ის ერთი დიდი ოჯახია და მიხარია რომ მეც ვეკუთვნი მას როგორც ყველა მისი გულშემატკივარი.
6. barseliusi ( ანა ბენდელიანი) ”წევრი’’ – თავიდან როგორც ყველა მეც უბრალო გულშემატკივარი ვიყავი და მერე ერთ დღეს დილით რომ გავიღვიძე პირველი სიტყვა თავში ბარსელონა რომ მომივიდა მივხვდი ჩემს გულში ამ გუნდს იმხელა ადგილი ეჭირა, იმდენად დიდი რომ მის გარეშე სიცოცხლეც არ შემეძლო,კომპიუტერთან რომ ვჯდები გააზრებულად თუ გაუაზრებლად კლავიატურაზე პირველად ბარსამანიას ვკრეფ აქ შემოვდივარ და სწორედ ამ საიტზე ისე ახლოს ვარ ბლაუგრანასთან როგორც არასდროს…მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა ან რა დავწერო ისეთი რაც აქ არ თქმულა ან თქვენ გულში არ ბინადრობს, მე არ ვიტყვი რომ ბლაუგრანა ჩმი ცხოვრების ნაწილია რაგდან ამ წუთას ბარსა მთლიანად ჩემ არსებასი სახლობს სწორედ ის არის ჩემი ცხოვრების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, მესმის ეს ვიღაცისთვის სისულელეა მაგრამ რეალობაა, რა არის ჩემთვის ბარსელონა? მეტად მრავლისმომცველი კითხვაა დაუსრულებლად რომ შეიძლება წერო და ილაპარაკო ისეთი ,ასე ვიტყვი ბარსელონა ეს არის გრძნობა საზღვრების გარეშე ეს არის სიყვარული რომელიც სიყვარულზე მეტია, რომელსაც ვერცერთი სიტყვა ვერ იტევს,რომელიც ჩემში დაიწყო და უსასრულოდ გრძელდება,ეს გრძნობა ჩემთვის ბედნიერებაა იმიტომ რომ თავად სიყვარულია ბედნიერება კი მე ნამდვილად ბლაუგრანამ მასწავლა სიყვარული ერთგულება პატვისცემა გუნდურობა განვმეორდები და ვიტყვი რომ სწორედ მან ჩამომაყალიბა პიროვნებად და მაპოვნინა საკუთარი თავი…ჩემს ირგვლივ ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ რომ დაინახონ ეს გრძნობა ხშირად დამცინიან და ამბობენ რომ გაიზრდები და გაგივლისო ამას იმიტომ ამბობენ რომ თვითონ არ გრძნობენ, თვითონ არ განიცდიან, თვითონ არ მოსდით ცრემლები მაშინ როცა იტანს და როცა უტანენ ბარსელონას,არ ტკივათ ბარსელონა, სუნთქვა შეკრული არ ელოდებიან როდის შარხევს ბლაუბრანა რეალის ბადეს,ყოველ ღამე სიზმარში არ ხედავენ გადაჭედილ ნოუკამპს, ტანში ჟრუანტელი არ უვლით სიხარულიდან გული არ უჩქარდებათ მაშინ როცა ბლაუგრანას ფეხბურთელები თასით ხელში დაგანან მოედანზე, მე ვიცი რომ ჩემი გულიდან ბარსელონა აღარასდროს წავა და არც მინდა რომ წავიდეს.ხშირად უთქვამს დედაჩემს წადი რამე სხვა გააკეთე მატგან რა უნდა ისწავლოო_ არადა მე ბარსელონამ მასწავლა სიყვარული განა ამაზე დიდი რამ შეიძლება შეიგრძნო ცხოვრებასი? შეიძლება ისწავლო რომელიმე წიგნიდან ? ან საერთოდ მაინტერესებს ის რაც ბლაუგრანამ მომცა არსებობს კი ამაზე დიდ ფასეულობა? ალბათ არა…………….მე ვიცი რომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი და რთული ცალხმრივი გრძნობაა მაგრამ არ ვთვლი რომ ეს საოცარი გუნდი ცალმხრივად მიყვარს ერთი ვიცი მე ამ დიდი გუნდის ნაწილი ვარ სახელად კულე და ჩვენ ერთად ვქმნით ისტორიას რომ არა ჩვენ არ იარსებებდა ბარსა ჩვენ მათი მამოძრავებელი ძალა ვართ. ხშირად მიტირია იმიტომ რომ ისინი არ მიცნობენ და ბოლოს მივხვდი რომ მათ ჩვენ ვაერთიანებთ და პირიქით , ჩვენ ვაძლევთ ძალას გამარჯვებისთვის, ვაძლევთ სიყვარულს და ორჯერუფრო დიდ სიყვარულს ვიღებთ მათგან…..მეოცნებე ადამიანი ვარ ძალიან მინდა გათენდეს დღე და მე ნოუკამპზე დავდგა ფეხი არაფერი მინდა იმაზე მეტად რომ ნოუკამპის მიწის სუნი გავიგო არაფერი მინდა იმაზე მატად რო ტრიბუნებზე მდგარი ბოლოხმაზე ხმის ჩაწყვეტამდე ვყვიროდე რომ მე ისინი მთელი არსებით მიყვარს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება იცით რა არის? სამოცი სამოცდაათი წლის რომ ვიქნები ადამიანებს რომ გვერდით გავუვლი მათ თქვან “ეს ქალი კუკლეა” ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია……..ბევრი რამეთი ვამაყობ მაგრამ ერთი წინადადება ჩემი ცხოვრების არსია ” მე ვარ მართლმადიდებელი, ქართველი, კულე”. რაც შეგეხებათ თქვენ ბარსამანიელებო და ზოგადად კულეებო უმრავლესობას არც კი გიცნობთ მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ პატარა გულით თქვენ უდიდეს სიყვარულს ვატარებ…ბოდიში რომ თავი შეგაწყინეთ…. არცერთი გრძნობა არ შეედრება იმას რომ აქ შემოვდივარ და ათასობით ჩემნაირი ერთ მუშტად შეკრული დიდი სიყვარულითა და მოლოდინით ველით ერთს _ბლაუგრანას გაბრწყინებას_ რამდენჯერ გვიჩხუბია ბარსამანიაზე მაგრამ საბოლოოთ ჩვენ ხომ ერთნი ვართ ერთი ორგანიზმი რომელიც ბარსათი საზრდოობს…….რა არის ბარსელონა ჩემთვის? ბარსელონა ჩემთვის ნარკოტიკია რომელსაც ყოველ დღე ყოველ წუთს და ყოველ წამს გულში ვიკეთებ.
7.SERGIQUE (სერგი ღარიშვილი) ”წევრი’’- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრისთვის ალბათ ძალზედ იოლი უნდა იყოს , მაგრამ ჩემთვის ასე არაა. ‘’ბარსა’’ – ეს ჩემთვის მარტო საფეხბურთო გუნდი არაა, იგი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, როგორც სუნთქვა, კვება, ძილი. ზოგმა შეიძლება იფიქროს ამ ყველაფერთან რა შუაშუა ‘’ბარსელონა’’ ან საერთოდ ფეხბურთი, მაგრამ ამის გაფიქრება მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია ვისაც ფეხბურთისგან სიამოვნება არ მიუღია. არსებობს უამრავი კლუბი ასევე ამ კლუბებს ყავს უამრავი გულშემატკივარი, რომელიც თავიანთი გუნდის წარმატებებით ტკბებიან, მათთან ერთად აღნიშნავენ წარმატებას, ასევე თანაუგრძნობენ და ამხნევებენ , როდესაც დამარცხებიან, ეს ეხება ყველა გუნდის გულშემატკივრებს და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, მაგრამ როდესაც ხარ ”კულე’’ ეს ორმაგად დიდი სიამოვნება და ორმაგად დიდი პასუხისმგებლობაა. როგორც უკვე ავღნიშნე ”ბარსა’’ მხოლოდ კლუბი არაა, რაც ჩემი სიტყვების გარეშეც ნათელია. ‘’ბარსა’’ ეს არის პატარა, მაგრამ ამავდროულად დიდებული ‘’კატალონიური’’ ოჯახი, რომელიც ზრდის ვარსკვლავებს და შემდეგ მათი დახმარებით იბყრობს ყველას და ყველაფერს, როგორც ძველად დიდებული მმართველები ახერხებდნენ ამას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ‘’ბარსა’’ მართლად დიდებული და ძლევამოსილია რაც გულშემატკივარზე ორმაგად მოქმედებს და უფრო უყვარდება იგი, მაგრამ იყო დრო, როდესაც ‘’კატალონიელები’’ სხვა უფრო ძლიერი კლუბების ჩრდილ ქვეშ იყო, იბრძოდა მაგრამ სასურველს ვერ აღწევდა. სწორედ ამ დროიდან დამამახსოვრა და შემაყვარა თავი. ახლა ყველა ნათლად ხედავს, რომ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და მაშინდელი იმედგაცრუება წარსულს ჩაბარდა.
მე ”ბარსასი’’ მიყვარს ბრძოლის ჟინი, რომელიც კარლეს პუიოლშია, მიყვარს ერთობა რომელის ნათელი მაგალითიც ”ჩავიესტაა’’, მიყვარს წინსწრაფვა რასაც ლეო მესი ვერ მალავს და მიყვარს კატალონიური სისხლის ძახილი რაც პეპშია….
’’ბარსელონა’’ ჩემს გულშია და ეს მუდამ იქ იქნება……!!!
8. misho_messi10 (მიშო იოსავა) ”დროებითი მწერალი” -“ბარსელონა” რომ არა ჩემი ცხოვრება უფრო უინტერესო გახდებოდა. რას ნიშნავს ჩემთვის “ბარსელონა”?_იმ გრძნობის გამოხატვა, რომელსაც “ბარსასადმი” განვიცდი სიტყვებით შეუძლებელია. ყოველდღიურად შემოვდივარ ბარსამანიაზე, რადგან ახალი ამბები გავიგე ჩემი საყვარელი გუნდის შესახებ. ვცდილობ მეც მოვიძიო ინოფრმაციები და გავაცნო საიტის მომხმარებელს. განვიცდი “ბარსელონას” ყველა მარცხსა თუ მოგებას. ჩემი კუმირიც სწორედ ამ გუნდის კაპიტანია(კარლეს პუიოლი). იმდენად მიყვარს ეს გუნდი რომ 1 თვის წინ გადავწყვიტე “ბარსას” საიტი გამეკეთებინა და გავაკეთე კიდეც.
9. IBRAHIM AFELLAY (ზურა ფოფხაძე) ”წევრი’’ – პირველ რიგში მოგილოცავ ამ ძალიან კარგი პროექტის წამოწყებას.ბარსას დაახლოეიტ 6-7 წელია ვქომაგობ.როგორც ყველასთვის,ბარსა ჩემთვის მეტია,ვიდრე რიგითი გუნდი.მისი ყოველი თამაში ყურებისას დიდ სიამოვნებას განვიცდი,და ყოველ თამაშს მოუთმენლად ველი.ძნელია იმის გადმოცემა სიტყვებით,თუ რას ნიშნავს ჩემთვის ეს.ვერ ვიყვი,რომ ჩემი ცხოვრების ნაწილია და სულ მასზე ვფიქრობ და ალბათ არც შეიძლება ასე.რომ გითხრა,რომ ყველა ფეხბურთელი მიყვარს,მოგატყუებ.უბრალოდ ვქომაგობ მას,არაქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ წააგებს.აღარ გავაგრძელებ მეტს, უბრალოდ მე ეს გუნდი გულით მიყვარს
10. Frank Rijkaard GETO (ირაკლი გეთია) ”წევრი” – ბარსა ჩემთვის მართლაც რომ ძალიან დიდ რამეს ნიშნავს !! პირველ რიგში მინდა მოგილოცო ეს მშვენიერი პროექტი და ავღნიშნო რომ დღეს გახდა 10 წელი რაც მე ბარსელონას გულშემატკივარი ვარ ! გადავაჭარებ თუ ვიტყვი, რომ ამ 10 წლის მანძილზე არცერთი დღე ისე არ გასულა
რომ ბარსელონაზე არ მესაუბროს ან მეფიქროს , თუმცა ბოლო რამდენიმე წელიწადია ჩემი ასაკის მატებასთან ერთად შემიძლია ამის ხმამაღლა თქმა, რომ დღე არ გასულა ბარსელონაზე არ ვიკამათო და ვისაუბრო ! ვცდილობ დაკვალიანდე და შევისწავლო ბარსას წარსული ის დრო როცა მე ვერ მოვესწარი ! უბედნიერესი ვარ და ნამდვილად მეამაყება , რომ დღეს ჩემი საყვარელი კლუბი მსოფლიოს ნომერ პირველ კლუბად ითვლება და ბევრი მას მსოფლიოს ოცნების კლუბსაც კი უწოდებს ! ნამდვილად არ გავაზვიადებ და ვიტყვი , რომ დღევანდელი ბარსელონა მის გულშემატკივრებს ნამდვილად დიდ ფუფუნებაში ცხოვრების საშუალებას აძლევს სხვა კლუბებისა თუ ბარსელონას ძველი გულშემატკივრებისგან განსხვავებით თუმცა რა თქმა უნდა მათაც ჰქონდათ უბედნიერესი წუთები თავიანთ საყვარელ კლუბებთან ერთად და ძველ ბარსელონასთან ! მინდა კულეებს ვუსურვო დრევანდელი ბარსელონას წარმატება კიდევ დიდხანს და მარად გაგრძელებულიყოს და მინდა ვუთხრა მათ , რომ ისინი ყველაზე ყველაზე მაგარი კლუბის გულშემატკივრები არიან ! (ალბათ ჩემითქმა არსჭირდება ისედაც იციან მაგრამ მიანც ) ! ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ კულეებო ბარსასთან ერთად !



