მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაქსველი:”ფეხბურთი “ბარსელონაში” ვისწავლე”

მაქსველი:”ფეხბურთი “ბარსელონაში” ვისწავლე”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრადე მაქსველმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მან ფეხბურთი “ბლაუგრანაში” ისწავლა.

 

მოგეხენებათ ბრაზილიელმა მცველმა, დღეს დილით ფრანგულ “პარიზ სენტ ჟერმენთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი:

 

“მე დამაინტერესა “პსჟ-ს” მიზნებმა და ამბიციებმა. “ბარსელონაში” უამრავი მეგობარი დავტოვე და მე იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთი “ბარსელონაში” ვისწავლე. მე შევეცდები სწრაფად შევეწყო გუნდის სათამაშო სტილს,” განაცხადა მაქსველმა.

 

ცნობისთვის მაქსველი კატალონიურ კლუბში 2009 წელს “ინტერიდან” გადავიდა. “ბარსას” მაისურით ცატარებულ 89 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში