კატალონიის “ბარსელონა” დაინტერესებულია “ვალენსიას” ახალგაზრდა ნახევარმცველით, რომელსაც დაცვაშიც შეუძლია თამაში, ხორდი ალბათი, იტყობინება Sport.es.
ამ ტრანსფერს ისიც უწყობს ხელს, რომ ბრაზილიელი მცველი მაქსველი თითქმის გადასულია “პსჟ-ში”, ხოლო ერიკ აბიდალს, ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი. წყაროზე დაყრდნობით, გვარდიოლა გუშინ ვალენსიის ერთ-ერთ რესტორანში, უკვე შეხვდა ფეხბურთელის აგენტს.
ცნობისთვის ალბამ მიმდინარე სეზონში, ლა ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.



