”ბარსელონა” იტყობინება, რომ მაქსველმა თითქმის ყველა დეტალი შეათანხმა ”პსჟ”-სთან და უახლოესს საათებში გაივლის სამედიცინო შემოწმებას.
”ბარსელონამ” და ”პსჟ”-მ მიაღწიეს შეთანხმებას მაქსველის ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელი ამ წუთებში პარიზში მიემგზავრება, რათა საბოლოო დეტალები დაზუსტდეს.
ამ დეტალების შეთანხმების შემდეგ ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დასრულდება. მაქსველი ”ბარსელონაში” 2009 წლის ზაფხულში, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად გადავიდა.
”ბარსელონა” მაქსველის ტრასნფერიდან 4 მილიონ ევროს მიიღებს.



