მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”მაქსველი ახლოსაა ”პსჟ”-ში გადასვლასთან”

გვარდიოლა: ”მაქსველი ახლოსაა ”პსჟ”-ში გადასვლასთან”

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ მაქსველი ”პსჟ”-ს ფეხბურთელი გახდება. მან ასევე დაამატა, რომ არასდროს დაუშლია მისი ფეხბურთელისთვის სხვა გუნდში გადასვლა.

”მაქსველი საქმის ყურში ჩაგვაყენა, რომ მას საინტერესო შეთავაზება აქვს პარიზელებისგან” – ამბობს გვარდიოლა. ”მან გვითხრა, რომ ამ წინადადების მიღებას აპირებს. მისი ტრანსფერი ბოლომდე დასრულებული არაა, მაგრამ ძალიან ახლოსაა ამასთან. თუკი ის წავა მადლობას ვეტყვით იმ წლებისთვის, რაც მან აქ გაატარა. არასდროს მითქვამს ფეხბურთელისთვის უარი, თუკი ის სხვა გუნდში გადასვლას აპირებს” – დაასრულა გვარდიოლამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში