workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი:” ძალიან სასიამოვნოა, რომ სქოულზი დაბრუნდა”

ჩავი:” ძალიან სასიამოვნოა, რომ სქოულზი დაბრუნდა”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც გუშინ მსოფლიოს 2011 წლის მე-3 ფეხბურთელად დასახელდა, გახარებულია რომ დიდ ფეხბურთს 37 წლის პოლ სქოულზი დაუბრუნდა:

 

” მე ძალიან მიხარია, რომ სქოულზი დაუბრუნდა ფეხბურთს და ისევ “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს. ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ თუ სქოულზი კარგ ფორმაში იქნება, მას აუცილებლად ექნება სათამაშო დრო. ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვინც კი მე მინახავს,” განაცხადა ჩავი ერნანდესმა.

 

37 წლის ინგლისელი 14 წელი ასპარეზობდა ფერგიუსონის გუნდში და თითქმის 700 მატჩში აქვს ჩატარებული “მანჩესტერის” მაისურით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward