მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონური” ხელოვნება

“ბარსელონური” ხელოვნება

…..”ბარსელონა” ხელოვნებაა…..

…..”ბარსელონა” მუსიკაა…..

ის მუსიკაა, რომლის პირველსავე მოსმენაზე ხვდები რომ ეს “ის” არის…


ის მუსიკაა, რომლის პირველი ჰანგების გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი გივლის…


მატჩის დასაწყისი, ექსტაზამდე მისული 90 000 ქომაგი, საომრად გამზადებული გუნდები, მსაჯის გაბმული სასტვენი და ნერვიულობა მუცლის ყრუ ტკივილამდე. სასიამოვნოს ყურების იმედით გამზდებულს ტანში სწორედ ისეთი ჟრუანტელი გივლის როგორიც ზუსტად 10 წამის წინ აღვნიშნეთ.


მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ ამ სიმღერის დღეში ასჯერ მოსმენით მის განსაკუთრებულობას კარგავ, მაინც თავს ვერ ერევი და დამთავრებისთანავე თავიდან იწყებ მის მოსმენას. ყოველ მოსმენაზე კი რაღაც ახალს პოულობ. რა შუაშია ეს ყველაფერი “ბარსასთან”??? უკვე არა ერთი წელია ვხედავთ ამ ორკესტრს, მართლაც დიადი დირიჟორით. პიუპიტრზე დამაგრებულ ნოტების ფურცელზე თითქოს სულ ერთი და იგივე წერია. ბურთის ფლობა მთელი მატჩის განმავლობაში, ბევრი პასი, ფლანგიდან ფლანგზე გადატანა იერიშის, ცენტრშ გათამაშებული “კვადრატი”, გამჭოლი პასი მეტოქის საჯარიმოში და…


ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ვიცით, ეს ყველაფერი ასჯერ, ათასჯერ გვინახავს. მაშ რა გვაიძლებს კიდევ ერთხელ შევიწუხოთ თავი, გავიტეხოთ ძილი შუაღამემდე ცისფერ ეკრანს მიშტერებულები და უამრავი ღერი სიგარეტი “შევჭამოთ”? დიახ, დიახ “ბარსა” სწორედ იმ მუსიკასავით არის ათასჯერ რომ მოგისმენია და კიდევ და კიდევ სიამოვნებით რომ უსმენ, იმის იმედით რომ ყოველ ჯერზე რაღაც ახალს აღმოაჩენ.


…და რა აღმოვაჩინეთ ესეთი განსაკუთრებული ეხლა “ბარსაში”? ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით რომ ჩავი კარგი მეპასე იყო და გუნდის თამაშის ტემპს აკონტროლებდა, ისიც ვიცოდით რომ პიკე-პუიოლის ტანდემი თამაშს არასდროს წააგებდა, ვიცოდით რომ ინიესტა გადამწყვეტ მომენტში გუნდის ლიდერი გახდებოდა, მესი რომ სეზონში 40 გოლს გაიტანდა ეგეც ვიცოდით, ამ ყველაფერს შევეჩვიეთ უკვე დიდი ხანია და ისეთივე ჩვეულ მოვლენად ვთვლით, როგორც დილას მზის ამოსვლას. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო იმისთვის რომ ხალხს ეღიარებინა “ბარსას” სიძლიერე და პირველ გუნდად გამოეცხადებინათ? შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ ზაფხულში ამ შესანიშნავი ორკესტრის ხელმძღვანელმა და შემქმნელმა გუნდს ახალი ვარსკვლავები შემატა, ისეთები რომლებიც სწორედ იმ “რაღაც ახალს” განგვაცდევინებდა. ახალი 4 ნომრის გამოჩენამ თითქოს ახალი ჰაერი მიიტანა და მისი გამოჩენით თითქოს იდეალური საკრავის შექმნაც დასრულდა. თითქოს ორღანს, რომლისთვისაც ყველა კლავიშს განსაკუთრებული ფასი აქვს, სწორედ ის კლავიში აკლდა, რომელსაც ჩვენ სესკს ვეძახით.

 

ვერ გეტვით, ჩილელი ალექსის სანჩესი ორღან “ბარსელონაში” რომელი იარუსის კლავიშია, თუმცა კი ის ზუსტად ვიცი, რომ მისმა გამოჩენამ რაღაც ახალი, სასიამოვნოდ ახალი გრძნობა გამიჩინა და მისი “ბარსას” მაისურით დანახვისთანავე გავიტრუნე იმის მოლოდინში, როდის გამაოცებდა ეს შემტევისათვის მეტად არადამახასიათებლად მებრძოლი ფეხბურთელი. ტრავმების მიუხედავად დიდი ლოდინი არ დამჭირდა და მის პირველივე “კლასიკოში” გამოვარჩიე მისი თამაშის სტილი და ალბათ არა მარტო მე. ბოლომდე ბრძოლა, თითქოს დაკარგული ბურთვისთვის თუნდაც 50 მეტრის მთელი სისწრაფით გარბენა და ბრძოლაშ უშიშრად შებმა. ამ ყველაფერმა მომხიბლა. მისთვის მეორე და ჯერ-ჯერობით უკანასკნელ “კლასიკოში” კი გოლით გამოირჩა და მისმა საშემსრულებლო ოსტატობამ მთლად გადამრია. ესეც კიდევ ერთი “რაღაც ახალი”.

 

კიდევ რა ვნახეთ ახალი??? დანი ალვესი მარჯვენა თავდამსხმელად??? ეს ხომ ვიცოდით. სამ მცველიანი ტაქტიკა??? ესეც ვნახეთ შარშან. ჩავის გოლი გოლზე და პასი პასზე, ესეც ვნახეთ, მართალია ამ რაოდენობით არა, მაგრამ მაინც ვნახეთ… ვნახეთ თუმცა მხოლოდ ერთი-ორჯერ. მიმდინარე წელს კი ამდენმა სიახლემ ერთად მოიყარა თავი და დაემატა ახალგაზრდა ტიაგო და კუენკა.

 

პელეს ბრაზილია, კრუიფის ჰოლანდია – ეს ის გუნდებია რომლებმაც ფეხბურთის დაუწერელი კანონები გადაწერეს და ქომაგები სიმპათია დაიმსახურეს მიუხედავად იმისა თუ ვინ ვისი გულშემატკივარი იყო. დღევანდელი “ბარსა” სწორედ ეს გუნდია რომელმაც ბევრი სტერეოტიპი დაანგრია და ახლებურად დაგვანახა ფეხბურთი, ფეხბურთი რომელსაც მხოლოდ “დიდი ბიჭები” არ თამაშობენ.

 

მოკლედ, ნამეტანი თავი რომ არ შეგაწყინოთ, დასასრულს ყველა მოგილოცავთ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ამ ისტორიულ მომენტს დიდხანს ვუყუროთ გაფართოებული თვალებით (კიდევ “რაღაც ახლის” აღმოჩენის იმედით) და კიდევ და კიდევ შევიგრძნოთ ის სიამოვნება რასაც “ბარსელონური” ხელოვნება ჰქვია.

 

ავტორი: barcalasha (lasha_aks).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში