გუშინ ”ბარსელონას” ვარჯიშის დროს ”სიუტატ ესპორტივაზე” იმყოფებოდა დავიდ ვილია, რომელიც აგრძელებს აღდგენითი სამუშაოების კეთებას. ოპერაციის გაკეთებიდან პირველად მოხდა, რომ ასტურიელი ”ბარსელონას” ბაზაზე ვარჯიშს დაუბრუნდა.
როდესაც ვილია სავარჯიშო ბაზას ტოვებდა ის არხ ”Telecinco”-ს ჟურნალისტებმა დაიჭირეს, რომლებსაც დავიდმა უთხრა, თუ როგორ გრძნობს თავს. ”ოპერაციის შემდეგ მხოლოდ 1 ღამე დავისვენე” – აღნიშნა გუახემ, რომელმაც ყველას გააგებინა, რომ მუხლჩაუხრელად მუშაობს, რათა მაქსიმალურად შეამციროს დაბრუნების თარიღი, რომელიც 4-5 თვით ფასდება.
მან ევროპის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის შესაძლო ფინალის შესახებაც ისაუბრა: ”მიზანი მხოლოდ ამ მატჩებისთვის დაბრუნება არაა, ჩემი სურვილია რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მოედანს”.
ვილია, რომელიც ტრავმის შემდეგ პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს განაცხადა: ”ეს შობის დრო ისეთია არაა, როგორც ყოველთვის, მაგრამ ისეთია, როგორიც არის. სულიერად არ უნდა დავეცე. საჭიროა ყოველ დღე ვარჯიში, რათა რაც შეიძლება მალე დავბრუნდე” – დაასრულა ”ბარსელონას” ფეხბურთელმა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=uHL2ET0fIb8]



