workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
13.000 ადამიანი დაესწრო ვარჯიშს

13.000 ადამიანი დაესწრო ვარჯიშს

”ბარსას” პირველი გუნდი, მათ შორის მესი, ინიესტა და ვალდესი ვარჯიშობდნენ ხუთშაბათს დილით ”მინიესტადიზე” 13.000 გულშემატკივრის თვალწინ.

სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევდა. 13 ათასი ადამიანი უყურებდა, თუ როგორ გადაცემებს აკეთებდნენ მათი საყვარელი ფეხბურთელები. სესია გათვალისწინებული იყო ”ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ ძალების აღდგენაზე და გულშემატკივრების გასართობად.

მესი, ვალდესი და ინიესტა

24-მა ფეხბურთელმა მიიღო ხუთშაბათის ვარჯიშში მონაწილეობა, 19 პირველი გუნდის წევრი და ”ბარსა ბ”-ს 5 ფეხბურთელი (ოიერი, მუნიესა, მონტოია, სერხი რობერტო და კუენკა). სესიაზე არ იმყოფებოდნენ მძიმედ დაშავებულები, იბრაჰიმ აფელაი და დავიდ ვილია. ოთხშბათს დასვეენების შემდეგ ვარჯიში განაახლეს ანდრეს ინიესტამ და ვიქტორ ვალდესმა.

სესია აწყობილი იყო მატჩის შემდეგ ძალების აღდგენაზე და ძირითადად ბურთის საკონტროლო ვარჯიშები ჩატარდა. ის ფეხბურთელები, ვინც გუშინ თამაშობდნენ ძირითადად ფანებთან სურათების გადაღებით იყვენენ დაკავებულნი.

სესკი: ”ეს საოცარია”

სესიის ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელმა ინტერვიუ მისცა ”ბარსა ტვ”-ს. სესკი, რომლისთვისაც ეს პირველი საახალწლო ვარჯიში იყო უკან დაბრუნების შემდეგ განაცხადა: ”ეს გასაოცარი იყო. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და დიდებული დროება გვიდგას”. შემდეგ ალექსის სანჩესმაც დააფისირა მოსაზრება: ”მე არასოდეს მინახავს ესეთი რამ და ეს მართლაც დიდებულია. მოხარული ვარ, რომ ხალხი აქ არის და კარგ დროს ატარებს”. სერხი რობერტომ კი განაცხადა: ”ჩვენ ვხედავთ, რომ ფანები გუნდს გვერდში უდგანან. ეს დიდებულია ჩვენთვის. ძალიან კარგია ასეთი ვარჯიშის ჩატარება”.

ფანებისთვის და ფეხბურთელებისთვის ეს დღე დაუვიწყარი იყო. მეტი, ვიდრე სავარჯიშო სესია, ეს იყო ფესტივალი, სადაც ფანები, მათ შორის ბავშვები უყურებდნენ მათი გმირების ჩვევებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward