workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”კორნელა ელ-პრატის” იუბილე დერბიში

”კორნელა ელ-პრატის” იუბილე დერბიში

8 იანვარს ”ესპანიოლის” ახალ სტადიონზე, ”კორნელა ელ-პრატზე” საიუბილეო, 50-ე შეხვედრა გაიმართება.

პრიმერას გუნდებს შორის ”კორნელა ელ-პრატი” ყველაზე ახალგაზრდაა. ის თანდათანობით იკავებს ადგილს ისტორიაში. ამ სტადიონზე უკვე გაიმართა პრიმერას 45 და სამეფო თასის 4 შეხვედრა. ამ შეხვედრებიდან ”ესპანიოლმა” გამარჯვება ნახევარზე მეტ, 25 შეხვედრაში მოიპოვა. ფრე და მარცხი თანაბარია – 12:12. კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე გაიტანეს 69 და გაუშვეს 53 გოლი.

ეჭვგარეშეა, რომ საუკეთესო სერია 8 გამარჯვებისგან შედგება, რაც 2009-10 სეზონის 37-ე ტურიდან 2010-11 სეზონის მე-14 ტურამდე გაგრძელდა. ახლა კი ”კორნელა ეს-პრატზე” 50-ე შეხვედრა გაიმართება. ეს კი ”ბარსელონასთან” დერბი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward