workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ პრატთან მოსამზადებელი მატჩი გამართა

ბარსელონამ პრატთან მოსამზადებელი მატჩი გამართა

დღეს, “სიუტატ ესპორტივაზე” “ბარსელონამ”, “პრატის” წინააღმდეგ, მოსამზადებელი მატჩი გამართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა, იტყობინება Cadena SER.

ცნობის თანახმად, “ბარსელონას” მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა პირველი გუნდის იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც ნაკრებებში გამოძახებულნი არ არიან, სარეზერვო გუნდის წევრებმაც მიიღეს. Sport წერს, რომ “ბარსამ” 4-3-3 სისტემით ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები იმყოფებოდნენ: ტერ შტეგენი, მინგესა, კომასი, უმტიტი, ბალდე, პუჩი, პედრი, რობერტო, კოლიადო, ლ. დე იონგი და კოუტინიო.

პირველი გოლის ავტორი როჯერ ესკორუელა გახდა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე გოლი ახლადგამოჯანმრთელებულმა ფილიპე კოუტინიომ გაიტანა, მან მოედანზე, დაახლოებით, 60 წუთი დაჰყო.

არ უთამაშია ანსუ ფატის. როგორც კუმანმა განაცხადა, 18 წლის ფეხბურთელის რეაბილიტაციის პროცესში გარისკვას არ აპირებს. მას 14 სექტემბერს, “ბაიერნთან” მატჩშიც ვერ ვიხილავთ.

“პრატი” ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 08 სექ 2021, 20:03
    #7

    ტერ შტეგენი
    მინგესა-არნაუ კომასი-უმტიტი-ბალდე
    პედრი-ს.რობერტო-პუჩი
    კოლიადო-ლ.დე იონგი-კოუტინიო

    ასეთი განლაგებით იყო

  • azulgerana
    schedule 08 სექ 2021, 19:01
    #6

    საუკეთესო თამაში უთამაშია კოუტინიოს

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 16:16
    #5

    ეს 4-3-3 ეხლა ლაპორტას საპატივცემულოდ ათამაშა, თუ სულ ასე ათამაშებს გუნდს.

  • NEYBarca
    schedule 08 სექ 2021, 16:07
    #4

    ფატის არ უთამაშია 10 წუთი მაინც ????

  • M10 S9 D11
    schedule 08 სექ 2021, 15:58
    #3

    პრატმაც გოლი გაგვიტანა ://

  • DE PE FA
    schedule 08 სექ 2021, 15:09
    #2

    ციტატა: frenkie dejong21
    პედრის აქაც არ ეშვება 😀


    კაცი არ ხმარობს საყვარელს ისე როგორც კუმანი პედრის😁

  • frenkie dejong21
    schedule 08 სექ 2021, 15:03
    #1

    პედრის აქაც არ ეშვება 😀