workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფორმატი შეიცვალა – ვის დაუპირისპირდება “ბარსა ბ” მომდევნო სეზონში

ფორმატი შეიცვალა – ვის დაუპირისპირდება “ბარსა ბ” მომდევნო სეზონში

“ბარსელონას” სარეზერვო გუნდმა დასაწინაურებელი პლეიოფის ფინალამდე მიაღწია, თუმცა იქ დამარცხდა და სეგუნდა დივიზიონში დაბრუნება ვერ შეძლო. შესაბამისად, კატალონიელები ისევ მე-3 საფეხურზე არიან და აღზევებას მომდევნო სეზონში ეცდებიან. 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2020/21 წლების სეზონი განსხვავებული ფორმატით ტარდება. III ჯგუფი, რომელშიც “ბარსა ბ” სხვა კატალონიურ და ვალენსიურ გუნდებთან ერთადაა, ორ ჯგუფად დაიყო – ერთში 11 გუნდია, მეორეში კი 10. 

“ბარსელონას” მეტოქეები შემდეგი გუნდები იქნებიან:

პრატი, ლ’ოსპიტალეტი, ბადალონა, ანდორა, ჟიმნასტიკი, ლეიდა, ესპანიოლი ბ, კორნელია, ლაგოსტერა, ოლოტი. 

ჩავი პიმიენტას გუნდი ახალ სეზონს 18 ოქტომბერს დაიწყებს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 01 სექ 2020, 12:00
    #1

    მენახირემ მაგრად "იმუშავა" – ერთი უაზრო გადაწყვეტილებით 2 საქმე "ბრწყინვალედ" დაასრულა == ფატი და პუჩი არ გაუშვა ბარსა ბ-ს დასახმარებლად მთავარ გუნდში მჭირდებიანო და აჰა შედეგიც – აქ ლიგაზე ვერ გამოიყენა და იქ ბარსა ბ ჩატოვა მესამე დივიზიონში..
    რაც ხელფასი აიღო უკან დავაყრევინებდი..ორი გუნდის გაფარჩაკება მოახერხა..
    აჩკარიკა გაიყოლოს, ნახირში გამოადგება.. 👿 👿 👿