workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-პრატი | დეტალები

ბარსელონა-პრატი | დეტალები

დღეს, “ბარსელონამ” “სიუტატ ესპორტივაზე” “პრატის” წინააღმდეგ მოსამზადებელი მატჩი გამართა, რომელიც კატალონიელებმა 2-1 მოიგეს. რონალდ კუმანმა სარეზერვო გუნდის ფეხბურთელები და ის მოთამაშეები გამოცადა, რომლებიც ნაკრებებში არ გამოიძახეს.

“ბლაუგრანას” შემადგენლობა შემდეგნაირი იყო (4-3-3): ტერ შტეგენი; მინგესა, კომასი, უმტიტი, ბალდე; რობერტო, პუჩი, პედრი; კოლიადო, ლუკ დე იონგი, კოუტინიო

Diario Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ჟუანმარტი ხსენებული მატჩის რამდენიმე დეტალის შესახებ წერს.

კოუტინიო საუკეთესო იყო

კოუტინიო ძალიან აქტიური იყო, მან მოედანზე დაახლოებით 60 წუთი გაატარა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპეს დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, ის მაინც კარგ კონდინციებში ჩანდა. ბრაზილიელის მსგავსად, კარგად იასპარეზა შვებულებიდან ახლად დაბრუნებულმა პედრიმაც, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

მაღალი პასები ლუკ დე იონგს

ლუკ დე იონგმა მინდორზე იმდენივე წუთი გაატარა, რამდენიც კოუტინოომ. რონალდ კუმანმა ის პირველივე შეხვედრაში დატვირთა. ნიდერლანდელმა ბალდესა და მინგესას მასზე ჩაწოდებები დაავალა. ამ უკანასკნელმა ეს რამდენჯერმე გააკეთა, ერთ შემთხვევაში 31 წლის თავდამსხმელს გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა. 

ფატის კვლავ არ უთამაშია

რონალდ კუმანმა მე-60 წუთზე შეცვლები გამოიყენა და თამაშში მეორე გუნდის ფეხბურთელები ჩართო, თუმცა ანსუ ფატი მოედანზე არ გამოუყვანია. 18 წლის ფეხბურთელი კვლავ გამოჯანმრთელების პროცესშია და, როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი აჩქარება არ სურს. 

საინტერესო ეპიზოდი

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “პრატის” ფეხბურთელებს “ბარსელონას” მოთამაშეებთან მაისურების გაცვლა სურდათ, რაზეც “ლურჯ-ბროწეულისფერთაგან” უარი მიიღეს, რომლებმაც მათ აუხსნეს, რომ კლუბმა ეს აუკრძალათ, სავარაუდოდ – კოვიდპროტოკოლის გამო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 21:36

    მთლად რესპექტით ვერ დაუმთავრებიათ, მისამართები ეთქვათ და გარეცხილები გაეგზავნათ, კოვიდპროტოკოლიც არ დაირღვეოდა. უხერხულია ეგენი ნაღდად მაისურებისთვის იყვნენ ჩამოსულები.

  • azulgerana
    schedule 08 სექ 2021, 20:10

    ციტატა: nikusha
    ტერ შტეგენი
    მინგესა-არნაუ კომასი-უმტიტი-ბალდე
    პედრი-ს.რობერტო-პუჩი
    კოლიადო-ლ.დე იონგი-კოუტინიო

    ციტატა: Zura Gviniashvili
    ეს პრატი სად გააძრეს? რომელი დივიზიონის გუნდია


    მესამე დივიზიონისაა, სადაც წინა წელს ბარსა ბ ასპარეზობდა

    პ.ს. ახლა მეორე დივიზიონშია ბარსა ბ

    ციტატა: cezo45
    ისე ტერ შტეგენი რატო არ გამოიძახეს გერმანელებმა?


    ახლახანს მოირჩინა ტრამვა და იმიტომ


    შტეგენი ფორმას აკრიფავს კიდე?

  • nikusha
    schedule 08 სექ 2021, 20:03

    ტერ შტეგენი
    მინგესა-არნაუ კომასი-უმტიტი-ბალდე
    პედრი-ს.რობერტო-პუჩი
    კოლიადო-ლ.დე იონგი-კოუტინიო

    ციტატა: Zura Gviniashvili
    ეს პრატი სად გააძრეს? რომელი დივიზიონის გუნდია


    მესამე დივიზიონისაა, სადაც წინა წელს ბარსა ბ ასპარეზობდა

    პ.ს. ახლა მეორე დივიზიონშია ბარსა ბ

    ციტატა: cezo45
    ისე ტერ შტეგენი რატო არ გამოიძახეს გერმანელებმა?


    ახლახანს მოირჩინა ტრამვა და იმიტომ

  • Zura Gviniashvili
    schedule 08 სექ 2021, 20:00

    ეს პრატი სად გააძრეს? რომელი დივიზიონის გუნდია

  • azulgerana
    schedule 08 სექ 2021, 18:58

    Giji tamashi iknebida

  • cezo45
    schedule 08 სექ 2021, 18:23

    ისე ტერ შტეგენი რატო არ გამოიძახეს გერმანელებმა?